ორი დღეა, საზოგადოება მითიური ციანიდით, ჯერ დაუდასტურებელი მკვლელობის მცდელობაზე ვფიქრობთ, ვმსჯელობთ და ბრალდებულს, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად განაჩენიც კი გამოვუტანეთ.
პარალელურად კი ერთ ამბავს შეგახსენებთ, რომელიც ბევრმა იცის, თითქოსდა დადასტურებულიცაა, მაგრამ ეს მკვლელობა არც არავის ადარდებს, მიუხედავად იმისა, რომ ათი ათასობით სიცოცხლეს ეხება.
კაზრეთი, არის დაბა, რომელიც ბოლნისის რაიონში მდებარეობს, სადაც აფეთქებამდე მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო იყო, თუმცა ეს წაგებული ბრძოლაა და ამაზე არ გვინდა. კაზრეთში, კომპანია ,,RMG" ოქროს მოიპოვებს და მოპოვებულ მადანს ღია ცისქვეშ, ლამის ქვის ხანის მეთოდებით ციანიდით ამუშავებს. რატომ ქვის ხანის? იმიტომ, რომ ძალიან იაფია და ნაკლები დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღება შეიძლება. იაფია, მაგრამ კატასტროფულად მავნებელი. ციანიდიანი მადნის გარეცხვას ბევრი წყალი სჭირდება, წყალიც ბლომად აქვს მდინარე კაზრეთულას. საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს წყალს გაუჭირვებს? რა თქმა უნდა არა. თუმცა ერთი ისაა, რომ ეს მომწავლელი ციანიდიანი წყალი შემდეგ ისევ მდინარე კაზრეთულად იქცევა და ფილტრების გარეშე ისევ მდინარედ მიედინება. მდინარეში თევზი დიდი ხნის წინ გაწყდა. კი, ასეა.
კაზრეთულა მდინარე მაშავერას უერთდება, მაშავერა კი სარწყავ სისტემაშია ჩართული და მარნეულის მინდვრებს ანოყიერებს და რწყავს. ანოყიერებს შხამით, ციანიდით და ქიმიკატებით. ამ მინდვრებიდან მოწეული პროდუქტი კი მთელი საქართველოს სუფრებზე და მენიუში დევს.
ისტორია გავყიდეთ ბიზნესზე და აქ დავმარცხდით! ერთი რაიონის/დაბის ათასობით ადამიანი გავყიდეთ ბიზნესინტერესებზე და მთელ ქვეყანაში სიმისვნური დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლისთვის გავიმეტეთ. ესეც წავაგეთ! აი, მდინარე რომ გავყიდეთ და კაზრეთიდან ჩამორეცხილი შხამი სახლში, რომ მოგვდის ჩვენს სუფრებზე, ეგ მგონი ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია რამდენიმე ადამიანის გარდა.
რითია ბნელ ბიზნესზე გაყიდული ათასობით ადამიანის უბედურება პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე ნაკლები ?! არაფრით.
ჰოდა, ისინი ვინც დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ და ვკამათობთ, ვინც ბევრჯერ ვყოფილვართ კაზრეთში და მოწამლული წყალი დაგვილევია, ისინი ვიყვირებთ ხოლმე ამ ამბავს, თუმცა ალბათ ისევ უშედეგოდ.
ციანიდის ქალაქი არის კაზრეთი. ვიცით, მაგრამ არ გვინდა რომ გვახსოვდეს.
მოძრაობა "მწვანე მუშტი", ირაკლი კუპრაძე.
http://news.coa.ge/?id=14259რატომღაც მივიწყებულია ეს თემა. კაი იქ მცხოვრები ხალხის სიცოცხლე გვკიდია. მთელი ქვეყანა იწამლება, წყალი ვრცელდება, პროდუქტი იწამლება, ჰაერი.
რატომ ვერ ვხვდებით რომ ბიზნესის გამო ამ დახუჭული თვალის გამო თავს ვიკლავთ.
ვზარალდებით ყველა, როგორც რიგითი ღატაკი მოქალაქე, საშუალო შემოსავლიანი მშრომელი თუ მილიონერი მაგნატი ყველანი ვიწამლებით.
რადგან პირდაპირ არ ჩანს და ვერ ვგრძნობთ არ გვადარდებს? :
თვითმკვლელობა