გაიხარე.
იმ პოსტის ლინკიც ხომ არა გაქვს?
პს
მოვძებნე.
ზურაბიშვილს აქვს ლინკი და მისი პოსტიც საინტერესოა:
https://www.facebook.com/david.zurabishvili...223058395153409ესე იგი სუს-ის მიერ საბოტაჟზე აღძრულ საქმესთან და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს.
ნანუკა ჟორჟოლიანს ჰქონდა სიუჟეტი, სადაც ვიღაც ტიპები ამტკიცებდნენ, ოჯახში მიცვალებული გვყავს და ხელისუფლებიდან მოდიან და 5-10 ათასს გვთავაზობენ თუ კოვიდით გარდაცვლილად გამოვაცხადებთო. აი, ეს სიუჟეტი ვიღაც ჭკვიანმა ხელისუფლებაში (შეიძლება თვითონ იმან, ვისიც არ ითქმის სახელი) მიიჩნია კარგ საბაბად ოპოზიციაზე თავდასხმისთვის: აქაოდა უნდათ ხალხი ააბუნტონ, გამოიწვიონ არეულობა და მოგვიწყონ რევოლუციაო. იმდენად ბოდვაა ეს, სერიოზულად მეეჭვება სუსს თვითონ აღეძრა საქმე, თუ ძალიან მაღლიდან არ მიიღებდა დავალებას და ასეთ ბოდვით დავალებებს ქვეყანაში ყველა ვერ იძლევა. ასეთი დავალება მხოლოდ იმან შეიძლება მოგცეს, ვისაც არათუ ვერ ეტყვი, შენ შიგ ხომ არა გაქვსო, არამედ ამის გაფიქრებაც შეგეშინდება. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მაღლიდან მოდის ეს ბოდვა. თუ თავად ბიძინადან არა, ვიღაც მისი უახლოესიდან მაინც.
მოკლედ საქმე აღიძრა და სუს-ი აღმოჩნდა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, როგორ გინდა ახლა გახსნა აქ ოპოზიციური შეთქმულება? სიტყვა საბოტაჟის განმარტებას თუ ჩახედავ საკანონმდებლო აქტებში და ლექსიკონებში, ამ შემთხვევის მისადაგება ნამდვილად გაგიჭირდება (მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობით ესაა "საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა". ჰოდა აი, რანაირად?), მაგრამ "ბოსს სკაზალ ბოგ სკაზალ" პრინციპით მაინც აღძრეს საქმე და რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ხომ უნდა ჩაატარონ? გადახედეს ფეისბუქს და ნახეს, რომ ფბ-ზე ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსის კომენტარებში ამ თემზე არის მსჯელობა, სადაც Khatuna Samnidze ამბობს, რომ ვიღაცეებმა მასაც უთხრეს მსგავსი შემთხვევების შესახებ. აჰა! ევრიკა! შეთქმულების ნიშნებიც გამოიკვეთა: აქეთ ოპოზიციური ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას, იქით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უდასტურებს. შედეგად ხალხი ფსიხდება, რევოლუცია მზადდება!
ცხადია ეს ყველაფერი იმდენად სირბახობაა, რომ ამისგან შეთქმულების შეკოწიწება არ გამოვა, შეიძლება ორი-სამი არამკითხე კონგრესმენისგან კიდევ მივიღოთ წერილი, მაგრამ ერთი იმათი დედაც... საარჩევნო პიარის ამბავში ხომ წავა? ოპოზიციას შურს ხელისუფლების წარმატებები და ყველაფერს კადრულობს! მშვენიალურია!
ჩემი აზრით ესაა ამ მარაზმის მთელი ანატომია. დიდის ალბათობით ნანუკას სტატუსის ქვეშ ვინც დაწერა, რომ რაღაც მსგავსი მათაც უთხრეს, ყველას დაიბარებენ სუს-ში. დაჭერით ვფიქრობ არავის დაიჭერენ, ეს უკვე თვით ამათ კვალობაზეც მარაზმის მიღმა იქნება, მაგრამ რახან ჰგონიათ, რომ პიარის ამბავში მომგებიანია და პოლიტიკურ ქულებს იწერენ, ცოტას გაწელავენ ამ დაკითხვა-გამოკითხვებს.
და ბოლოს, ნანუკას სტატუსის ქვეშ ჩემი კომენტარიც არის, მაგრამ რამდენადაც მე მაშინვე გამოვთქვი ეჭვი, ეს ამბავი არ უნდა იყოს სიმართლე და უფრო ჭორი მგონია მეთქი, ეტყობა ჩათვალეს ეს ჩვენკენააო, ხოლო ხათუნამ რახან დაწერა, მეც მითხრესო, ის ალბათ საბოტაჟის პირდაპირ ან ირიბ თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
ჰოდა, რას გეტყვით იცით, პატივცმულო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia? ამასწინეებზე ჩემი ცოლისძმის ძმაკაცის ცოლისდის დაქალის ბიძაშვილს უთქვამს მისი დეიდაშვილისთვის, რომ დესიატ ტისჩის მაძლევენ თუ კოვიდით მკვდრად გამოვაცხადებ თავსო და ერთი გადმორეკეთ რა ჩემთან, რაღაც მინდა გითხრათ...
This post has been edited by ტერა on 26 Jun 2020, 20:23