მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს
ვარ 24 წლის
4-5 წლის წინ აღმომაჩნდა ახლომხედველობა და ვატარებდი სათვალეს -1 და ვცხოვრობდი მშვიდად

დაახლოებით 3 თვის წინ ცოტა გავნერვიულდი რაღაც საკითხზე, ამას დაემატა ძალის დაკარგვა, უძილობა, მერე სიცხეც მომცა, მოკლედ ნევროზული პრობლემები, ექიმთან რო მივედი კიდე ანტიბიოტიკი დამინიშნა რამე ანთება არ იყოსო და ამან მთლად მიმასუსტა და უფრო გავნერვიულდი, მეგონა ვკვდებოდი ისე ცუდად გავხდი, ამის მერე ვიგრძენი რო მხედველობა დამიქვეითდა
შემდეგ მივედი ნევროლოგთან და დამინიშნა 1 თვიანი მკურნალობა და მალევე კარგად გავხდი, ძალაზე მოვედი, ძილიც მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ ეს მხედველობის პრობლემა არ მოგვარდა
მივედი ოფთამოლოგთან და ვერაფერს ვხედავო, სხვა ოფთამოლოგთანაც მივედი, ყველანაირი თვალის გამოკვლევა ჩავიტარე, თავის ტომოგრაფიის ჩათვლით და არაფერი გამოჩნდა
ანუ ციფრებს და ასოებს ვხედავ, მაგრამ ვხედავ არამკვეთრად, როგორც ახლოდან ასევე შორიდან, განსაკუთრებით დაბალი განათების დროს, მოღრუბლულ ამინდში და ა.შ.
სათვალის ტესტის დროსაც 90 %ზე მეტი დავინახე ციფრები მაგრამ ჩანს არამკვეთრად...
მოკლედ არ ვიცი რა ვცადო
ომეგა 3 ვცადე, ახლა მოცვის ნაყოფს ვიღებ
ძალიან დაგრუზული ვარ ეს 3 თვეა,
ცხოვრების ხალისი დავკარგე

იქნებ ვინმემ რამე სასარგებლო რჩევა მომცეთ