მოგესალმებით ყველას. ვხსნით ახალ თემას. მე-20 ნაწილს.
უფრო უარესადაა საქმე ფინანსურად ვიდრე წინა თემის გახსნისას.
კორონამ და მსოფლიო პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა.
გაურკვეველია საერთოდ მომავალი და საკეთებელი საქმე.
ჩვენ მაინც არ მოვიწყინოთ და გავაგრძელოთ საუბარი ტელევიზორებზე.
სიახლე არაფერია ტექნოლოგიურ ნაწილში. ლედი სრულიად ამოწურეს, ოლედი ჩანს საუკეთესო მიღწევად ამ ეტაპზე.
ბაზარზე არც კონკურენციაა არც ცვლილებები. ისევ მონოპოლიაა და ისევ ერთნაირი ფასები ყველგან სადაც არ უნდა მიხვიდე. პარადოქსია მარა ასეა. შესაბამისად ტექსტიც იგივეა არაფერი შეცვლილა. ოლედი ცოტათი გაიაფდა მარა ქართული ბაზრისათვის მაინც მიუწვდომელია.
მომავალი OLED-ის და 4K ან 8K-სია. აქ ჯერ კიდე ამოუწურავი შესაძლებლობებია. თანამედროვე ტელევიზორი მხოლოდ ჩართე უყურე აღარაა. ესაა ჭკვიანი აგრეგატი, რომლის მეშვეობით კავშირია მთელ მსოფლიოსთან სმარტის მეშვეობით. ყველაფერი ერთში პრინციპით. თუმცა მთავარ გამოწვევად გამოსახულება რჩება და OLED-ი ამ კუთხით მართლაც სასწაულია. სონიმაც და პანასონიკმაც აუწყვეს ფეხი და ფილიპსმაც. მხოლოდ სამსუნგი დარჩა ოჩანი ხარივით განზე და არ ინძრევა მაგ მიმართულებით.
ძირითად საქმიანობას, შერჩევაში დახმარებას და დაკვალიანებას, რათქმაუნდა ისევ ისე შემართებით გავაგრძელებთ რათა არ დარჩეთ ოდენ უცოდინარი კონსულტანტების ამარა.
აბა დავიძარით
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)