ქსენოფობია ნიშნავს რასობრივ, ნაციონალურ ან ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების დისკრიმინაციას.
1-2 თვის წინ შევესწარი. კორონას პერიოდია, მაღაზიის წინ ვართ რიგში (3-ს უშვებენ). შეუშვეს თურქები და შევატყე რომ ერთ-ერთმა ტიპმა შორი-ახლოს ცქმუტვა დაიწყო.

მოვიდა კიდე სხვა ტიპი ცოლ-შვილით. ცოტაც და იმ ტიმა მოსცხო აღელვებული სიტყვა, რა წესიაო, უცხოელები ჩვენზე წინ რომ შეუშვესო. საქართველოში ქართველებს არ უნდა გვქონდეს სხვებზე მეტი უფლებებიო?!
ახალ-მოსულსაც ვატყობ აღშფოთებას რომ როგორ თუ უცხოელები ურიგოდ შეუშვეს.

განვაცხადე რომ უცხოელებს რიგმა მოუწიათ და იმიტომ შეუშვეს. ახალ-მოსულიც მიხვდა რომ ის ტიპი ატრაკდებდა.

ტიპი აგრძელებს, აიო, ესპანეთშიო, ზანგს ჩვენზე წინ გაუშვებენო. იმიტომ რომ ის მოქალაქეაო. მევთქვი ეხლა ამას რა უნდა ავუხსნა (75 წლამდე კაცია, თუმცა ენერგიული). თუ ეგრე ნაციონალურ ნიადაგზე შეგვიშვეს, უცხოელს შეიძლება მთელი დღე და დღეები მოუწიოს რიგში ყოფნამ, იმიტომ რომ ეთნიკურად ქართველები არ დაილევიან.
სიცილი ამიტყდა და კიდევ კარგი პირბადე მეკეთა.

მერე ვიღაცამ დაურეკა და მეგრულად გაუშვა ემოციური ლაპარაკი. არ ვიცი რაზე. მერე რიგმა მეც მომიწია.
მეორე შემთხვევა: 2-3 წლის წინ, აივანზე ვდგავარ და ვაბირჟავებ (chilling around). ვხედავ ზანგმა და თეთრმა ერთმანეთს ჩაუარეს. თეთრმა შეაგინა. ზანგმა გაუქანა წყვიტა სახეში.

უცებ ამ თეთრს ვიღაც მიეხმარა, არ ვიცი ერთად იყვნენ თუ უბრალოდ გამვლელი იყო და ქართველობის გამო დამასტა... ატყდა ჩხუბი, სამივე საშუალოზე დაბალი მასტი იყო.
მალევე გააშველეს, რა ხდებაო, რა ამბავიაო. ზანგი ამბობს ძაან დამწუხრებული ხმით, ფერის გამო შემაგინაო, რა წესიაო (ქართულად ლაპარაკობდა)... და გზა გააგრძელა. ქართველი ბუინობს, ყვირის, მთელ ამბებშია, როგორ თუ ზანგი ხელით შემეხოო. ისე გავბრაზდი რომ ცოტაც და აივნიდან გადავხტებოდი და დავიფენდი იმ ვირიშვილს.
ნახევარი წუთი, ერთი წუთი და ყველა თავის გზაზე წავიდა.
სხვა შემთხვევა ეხლა არ მახსენდება. ერთი ზანგი გვყავდა უბანში, რომელიც კალათბურთის სასტავთან ამხანაგობდა (მიუხედავად იმისა რომ კალათბურთის აზრზე არ იყო) და ამიტომ რამდენადაც ვიცი ქსენოფობია არ შეხვედრია.
მოყევით რამეს თუ შესწრებიხართ.