"შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა..''
'' ...მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი.და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!''
ყველაფერი შემთხვევით შეხვედრით დაიწყო
პანდემიის პირობებში ძირითადად უბანშ მიწევდა ყოფნა , ჩვენთან ახლოს არის მაღაზია , რომელი მაღაზიითაც გვერდითა უბნელებიც სარგებლობენ , ამ მაღაზიისკენ მიმავალი გზა ჩემს ეზოზე გადის
ხოდა ერთხელაც , ჩვენი ეზოს გავლით , ერთი გოგონა შევნიშნე, რომელიც დაჟინებით მიმზერდა თვალებში , გაიარა რამდენიმე მეტრი და უკან მოიხედა , თვალებით მეძებდა
თავიდან არ მივაქციე ყურადღება , მაგრამ ამ ყველაფერმა რომ ინტენსიური სახე მიიღო, უკვე დავფიქრდი ამ ყველაფერზე
ნელ ნელა დევნაში გადაიზარდა ეს ყველაფერი და უკვე სახლიდან გასვლისას კარგად ვათვალიერებ ეზოს , ასევე უცნობი პირბადიანი გოგონას
უბნელი ბიჭები მეღადავერბიან უკვე , დამცინიან , შე გოგონების მაჩალკაო და რაღეებს მეძახიან
ერთმა ისიც კი თქვა , ადრე მე მომწონდა ეგ გოგო , რა გინდა აქეთ დაგსდევს და გამოიყენე ეს შანსი , არაა ცუდი გოგო ვიზუალურადო
ერთხელ უნიღბოდაც დამინახა და მგონი შევუყვარდი , სახე გაუცისკროვნდა , თვალები აუელვარდა
მანიაკი ხომ არ არის თქო ხანდახან მაგასაც კი ვფიქრობ
ბოლოს აფთიაქთან შემხვდა , როგორღაც მოვახერხე მოტყდომა , იქვვე ხეს ამოვეფარე , დავინახე როგორ გამალებით მეძებდა
იმ დონეზე ვარ , რომ მის გამოჩენაზე სახლისკენ გავრბივარ , არ მინდა ვუჩივლო და დავაჭერინო და როგორ გავაკეთო დელიკატურად ეს ყველაფერი ?
პ.ს არ მეგონა ასეთი გულჩვილი თუ ვიქნებოდი