ჩხრამბურთლაძე
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2734
წევრი No.: 14994
რეგისტრ.: 30-November 05
|
#56471108 · 26 Jun 2020, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანუ ბიზნეს ემიგრაცია,რა იგულისხმება საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, შენს ქვეყანაში ყიდი უძრავ ქონებას და ყველაფერს რაც გაქ, მიტოვებული სოფლის გარდა,და მიემგზავრები ამ თანხით ზემოთ ნახსენებ რომელიმე ქვეყანაში, სადაც შენ არ ეძებ სამუშაოს ,არამედ ინვესტიციას ახდენ,დებ შენ ფულს ამ ქვეყნის ეკონომიკაში. სულ ვართ 3 ადამიანი, ყველას აქვს თავისი მცირე ბიზნესი, დიდი ხანი ვფიქრობდით ამ გეგმაზე, თავიდან უზბეკეთს ,ყაზახეთს,უკრაინას,ბელარუსიას, ამ ქვეყნების რიგშიც განვიხილავდით, როდესაც გადავხედეთ ფასებს და არასტაბილურ ბაზარს, კონკურენციას,ნეპოტიზმს, ჩავიქნიეთ ხელი), თავიდანცე გვქონდა იდეაში სამხრეთ ამერიკა, ჩემი მეგობარი კარგათ ფლობს ესპანურს, და გარკვეული წარმოდგენა აქვს ,შეიძლება ითქვას რომანტიზირებულიც კი კერძოთ ბუენოს აირესზე, მე რაც ინფორმაცია მოვიპოვე , სამხრეთ ამერიკის შვეიცარიათ ითვლება ჩილე, ნაკლები ბიუროკრატიით და გამართული ეკონომიკით, შემდეგ ურუგვაი, რომელიც პენსიისთვის იდეალური ქვეყანაა ბევრი ხანში შესულ ევროპელისთვის, მაგრამ მცირე მოსახლეობის გამოს თითქმის იგივე პრობლემები იქნება ბიზნესის კუთხით რაც საქართველოშა, შიდა ბაზარის,შიდა მომხმარებელის,შიდა ტურიზმის არქონა, შემდეგ უკვე მოდის ბრაზილიის და კოლუბმიის ქალაქები, სან პაულო უდიდესი მეგაპოლისი, სადაც გამართული ინფრასტრუქტურაა, ბრაზილიის ბიზნეს ცენტრი, მინუსები რაც არის, უსუსტესი ტურისტული სფერო სან პაულოში, მარტო შიდა ბაზარზე მუშაობა, და ალბათ პორტუგალიური არ ცოდნა, კრიმინალთანაც არის პრობლემა ,გარკვეულ რაიონებში, და + მაღალი ფასები(თითქმის სანტიაგოს ფასებია ,უფო დიდი მოსახლეობით ) რიო-დეჟანეირო,ფარტალეზა,სენლუისი,და ბელენი, ინტერნეტში ითვლება კრიმინოგენულ ქალაქებათ,ტურისტები მარტო მეზობელი ქვეყნებიდან არიან ,სადაც უფრო საშიში ვითარებაა, უფრო უკეთეს ვარიანტაც რჩება კოლუმბია (ინდექსით ბოგოტა და კარტახენა უფრო ნაკლებათ საშიშია თუნდაც მოგზაურობისთვის). ყველაზე კარგია ვარიანტი მაინც სანტიაგო(სადაც სიძვირეა საკმაოთ უძრავ ქონებაზე ფასების),შემდეგ ურუგვაი მონტევიდეო, და ალბათ ლიმა ან სხვა დიდი ქალაქი პერუში, მაინც დიდი ტურისტული პოტენციალის ქვეყანაა და თითქმის ყველაფრის გაკეთება შეიძლება ,ყველაფერი შავადაც კეთდება ძაან ადვილათ, ბუენოს აირესი რათქმაუნდა კარგ ვარიანტათ რჩება. 1-2 თვით მინიმუმ მოგზაურობა დაგვჭირდება ამ ქვეყნებში რომ გავიგოთ ზოგადი ვითარება და ადგილზე შევაფასოთ მდგომარეობა, შეიძლება ეკვადორმა ივარგოს, ან საბოლოოთ კოსტა რიკაში მოვხვდეთ. ბიზნეს იდეა ესეთია, ინვესტირება და 3-5 წელში თანხის უკან ამოღება . დაწერეთ ვისაც ზოგადი ინფო და სტერეიტიპები არ აქვს, პირადი გამოცდილება იქნება ყველაზე სასარგებლო.
|