#56483197 · 28 Jun 2020, 22:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,მეგობრებო. ყველას გსმენიათ ალბათ ფრაზა: "მიდი წიგნი გადაშალე,ეგება კაცი დადგე". ადრე ნამდვილად წიგნი იყო ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო,მაგრამ დღეს უკვე აღარ არის ეგრე. და, მაინც მუსირებს აზრი,რომ წიგნის კითხვის შედეგად ადამიანი ხდება უფრო ჭკვიანი.., გასაგებია, ადრე ნამდვილად ეგრე იყო,მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო -ინტერნეტი,რომელიც გაცილებით იაფი ჯდება და, ამავე დროს, უფრო მოსახერხებელი და საშუალებას იძლევა მიიღოს ადამიანმა გაცილებით მეტი ინფორმაცია,თან უმოკლეს ვადებში. მე მგონი, არც ღირს ინტერნეტის და წიგნის შედარება. აი, კინომატოგრაფიის და მხატრული ლიტერატურის შედარება სავსებით შესაძლებელია. ბევრი კინომატოგრაფიას მხოლოდ,როგორც გართობის და დროის გაყვანის საშუალებას ისე უყურებს,მაგრამ არც მასეა საქმე. მოდი ვცადოთ ამ ორი ხელოვნების ჟანრის შედარება. ჩამოვწეროთ პლიუსები და მინუსები და ა.შ.
დავიწყებ მე. მხატრული ლიტერატურის პლიუსები: ავითარებს ფანტაზიის უნარს და აზრის ჩამოყალიბებას გიადვილებს;ლექსიკონის მარაგს გიზრდის;მართლწერას უფრო უკეთესად ეუფლები;ემპათიის უნარსაც აუმჯობესებს;ლოგიკურ მსჯელობაზეც მოქმედებს დადებითად. რაც შეეხება მინუსებს ალბათ მხოლოდ ორია. 1- წიგნის კითხვას საკმაოდ დიდი დრო უნდა,მითუმეტეს თუ გინდა კარგად გაიგო ინფორმაცია, უნდა იკითხო ნელა.და, ასევე მუღამიც ჭირდება. 2- წიგნები იაფი ნამდვილად არ ღირს. მართალია ასერებობოს ელექტრონული ვერსიები,რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის და ამავე დროს უფასოც არის,მაგრამ-ეს უკვე ინტერნეტის დახმარება გამოდის და თან: წიგნი მაინც სულ სხვაა.
პატარა შესწორებას შევიტან: მე პირადად,ძალიან იშვიადად მინახავს ადამიანი,რომელიც ბევრს კითხულობს და ემპათიური იყოს...ასევე ფანტაზის უნარითაც არ გამოირჩევა ბევრი,პირიქით უმრავლესობა ძალიან ერთფეროვანია. მე მგონი,გადაჭარბებული ცოტა წიგნის შესაძლებლობები, მაგ კუთხით.
ახლა კინომატოგრაფიის პლიუსებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში: დროის ნაკლებ ხარჯვას მოითხოვს,ვიდრე წიგნი;მაგალითად: თვეში სავსებით შესაძლებელია ნახო 90 ფილმი,რაც წიგნის შემთხვევაში,თითქმის წარმოუდგნელია; ასევე არის, ყველასთვის ხელმისაწვდომი. მეორე პლიუსი არის ის, რომ ამბის მოყოლა,რომელიც ადამიანს დაეხმარება ცხოვრებაში და ყველასთვის ნაცნობი და მტკივნეულია- ფილმითაც შეიძლება ითქვას. კინოგმირები კიდევ ზოგჯერ უფრო ნაცნობი და იოლად აღსაქმელია ჩვეულებრვი ადამიანებისთვის,ვიდრე იგვე თუნდაც ლიტარატურული გმირები.
მინუსებს რაც შეეხება: წიგნებს ზოგიერთ სასარგებლო თვისებას ვერ ანაცვლებს. იგვე მართლწერას ფილმების ყურებით ვერ გაიუმჯობესებთ.
მოკლედ, დანარჩენი თქვენ დაამატეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ.
|