Dato-Tolordava
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20931
წევრი No.: 12923
რეგისტრ.: 19-September 05
|
#56787029 · 4 Sep 2020, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უბრალოდ წაიკითხეთ ბიჭო, წაიკითხეთ:
QUOTE | „როცა წასვლის სურვილი ჩემს ოჯახს და შვილებს გამოვუთქვი, საშინელი დრამა დატრიალდა. მთელმა ოჯახმა ტირილი დაიწყო, ბავშვებს არც ბარსელონას დატოვება სურდათ და არც სკოლის დატოვება.
თუმცა, მე უფრო წინ ვიყურებოდი, უმაღლეს დონეზე მინდა ბრძოლა, ტიტულებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. შეიძლება მოიგო ან წააგო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენცია უნდა გაუწიო.
ყოველ შემთხვევაში, კონკურენცია მაინც იქონიო და ისე არ ჩავარდე, როგორც ეს რომში, ლივერპულში და ლისაბონში მოხდა. ამ ყველაფერმა დამაფიქრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის შესრულებაც მსურდა.
ვფიქრობდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ წასვლა თავისუფლად შემიძლია, პრეზიდენტი სულ იმეორებდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტ, დავრჩე თუ წავიდე.
ახლა კი, ისინი ეჭიდებიან იმას, რომ მე მათ წასვლის სურვილი 10 ივნისამდე არ გამოვუთქვი. როცა რეალურად, 10 ივნისს ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით, კორონავირუსი მძვინვარებდა და პანდემიამ მთელი სეზონი შეცვალა. კლუბის მენეჯმეტი, ბართომეუს ხელმძღვანელობით სრული კატასტროფაა.
ახლა კი, ისინი ეჭიდებიან იმას, რომ მე მათ წასვლის სურვილი 10 ივნისამდე არ გამოვუთქვი. როცა რეალურად, 10 ივნისს ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით, კორონავირუსი მძვინვარებდა და პანდემიამ მთელი სეზონი შეცვალა. კლუბის მენეჯმეტი, ბართომეუს ხელმძღვანელობით სრული კატასტროფაა.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც, კლუბში ვრჩები. ამ გუნდში ვრჩები იმიტომ, რომ პრეზიდენტმა მითხრა, ერთადერთი წასვლის შანსი ის არის, რომ რომელიმე კლუბმა ჩემი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს - 700 მილიონი ევრო, რაც შეუძლებელია.
წასვლის მხოლოდ ერთი გზა იყო - სასამართლოში წასვლა. მე კი, „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასამართლოში არასდროს წავიდოდი, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც მიყვარს და რომელმაც ყველაფერი მომცა მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი.
ეს ჩემი ცხოვრების კლუბია, რომელმაც მეც ყველაფერი დავუთმე. ზუსტად ვიცოდი, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასამართლოში არასდროს წავიდოდი.“
„მატეო ჯერ ძალიან პატარაა და ვერ ხვდება, თუ როგორია, სხვაგან გადაცხოვრდე და სულ სხვა ადგილას მოეწყო. ტიაგო შედარებით დიდია, მან ტელევიზორში რაღაც მოისმინა და მკითხა, თუ რა ხდება.
არ მინდოდა, რომ მას რაღაც გაეგო. რომ ის იძულებული ხდებოდა, ახალ სკოლაში გადასულიყო და ახალი მეგობრები გაეჩინა. ამის გამო, მან დამიყვირა: „მოდი, არ წავიდეთ.“ ვიმეორებ, ეს ძალიან რთულია. თუმცა გასაგებია.
„ბარსელონა“ მიყვარს და ამაზე უკეთეს ადგილს ვერასდროს ვნახავ. თუმცა, მაქვს უფლება, თავად გადავწყვიტო. მე ახალი გამოწვევებისა და მიზნების ძიებას ვაპირებდი. ხვალ კი, იქნებ დავბრუნებულიყავი კიდეც, რადგან აქ, ბარსელონაში, ყველაფერი გამაჩნია.
ჩემი შვილები, ოჯახი, ყველა აქ გაიზარდა და აქედან არიან. თუმცა, არაფერია იმაში ცუდი, რომ წასვლა გინდოდეს. მე ეს მჭირდებოდა, კლუბსაც ეს სჭირდებოდა და ყველასთვის კარგი გამოსავალი იყო.“
„ჩემი მეუღლე, უდიდესი სულისტკივილის მიუხედავად, ბოლომდე მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა.
თამაშს გავაგრძელებ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. ჩემი მიდგომა არ შეიცვლება. კლუბისთვის და გასახდელისთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა.
ბიუროფაქსი იყო ოფიციალური დოკუმენტი იმისა, თუ რა მსურდა. მინდა, ახალი გამოწვევები და ოცნებები მივიღო.
ყველაფრის მიზეზი მხოლოდ „ბაიერნთან“ წაგება არყოფილა. ეს დიდი ხნის მანძილზე მიგროვდებოდა. გარდა ამისა, ოჯახზეც უნდა ვიფიქრო. ბართომეუ მპირდებოდა, რომ ჩემი მომავლის გადაწყვეტა თავად შემიძლია, ყველა სეზონის ბოლოს. თუმცა, სიტყვა არ შეასრულა.
რეალურად, ამ კლუბში არანაირი პროექტი არ არსებობს. ხელმძღვანელობა უბრალოდ ხვრელებს ავსებს, როცა რაღაც ხდება.“
„წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ საფეხბურთო ცხოვრების ბოლო წლების ბედნიერად გატარების სურვილი მქონდა. ამ კლუბში, ბოლო წლების მანძილზე, მსგავსი არაფერი განმიცდია. - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Goal.com.
https://goal.ge/news/153826-wasvla-chemtvis...i-interviu.html |
კაცს კარიერა დაუნგრიეს და როცა წასვლა გადაწყვიტა, ამის საშუალებასაც არ აძლევენ ეს ბოზის გაზრდილები. მიუხედავად ასეთი ბოზური საქციელისა, ლეომ მაინც არ უჩივლა თავის გუნდს და რჩება ერთი წელი იძულებით ბარსაში
--------------------
“And so, my fellow GEORGIANS: ask not what your country can do for you—ask what you can do for your country.”
Аджария и Самцхе-Джавахети – это путь армянского государства к Черному мору, выход к которому может решить главнейший вопрос блокады государственности и нации в целом.
Эдуард Абрамян
|