სიწმინდის შეურაცხყოფისგან დაცვის შესახებ...
მათეს სახარება თავი მეშვიდე
ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა,
ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს,
რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.

***
ყველაზე სასტიკი, ცბიერი ღორი და მისი ერთგული ძაღლები გავეშებულნი იბრძვიან...
გავიხსენოთ ორუელის ცხოველთა ფერმა... ბებერი მეიჯერი - მოხუცი ტახი, რომელმაც ცხოველებს თავისუფლებისკენ მოუწოდა, რამაც გააღვივა ცხოველთა აჯანყების სურვილი. მანორის ფერმის ცხოველები პატრონს აუჯანყდებიან და იწყებენ ,,ენიმალიზმის“ პრინციპებზე დამყარებული, უტოპიური რეჟიმის ჩამოყალიბებას. ამბოხებას ცხოველთა შორის ყველაზე ,,გონიერნი“ – ღორები ხელმძღვანელობენ. მას შემდეგ, რაც ფერმის ყველაზე ცბიერი ღორი - ნაპოლეონი ერთგული ძაღლების დახმარებით თავის პოლიტიკურ კონკურენტს - სნოუბოლს ფერმიდან გააძევებს, ღორების პირობები კიდევ უფრო შეიცვლება, ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობას იკავებენ: ფერმერის სახლში ცხოვრობენ, სამზარეულოში გამორჩეულ ულუფას მიირთმევენ, საწოლებში სძინავთ და ა.შ. სხვები კი ქარსა თუ წვიმაში ,,ნათელი მომავლის”- ანუ წისქვილის მშენებლობაზე მუშაობენ და განახევრებული საკვებით ძლივსღა ცოცხლობენ. რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც ღორებმა თავად დაიწყეს წესების დარღვევა, პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორები მაინც აჯერებდნენ დანარჩენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ.
ღორების შვიდი კანონი
ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია.
ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს, ცხოველის მეგობარია.
არცერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.
არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (შემდგომ დაემატა: თეთრეულიანში).
არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (შემდგომ დაემატა: უზომო რაოდენობით).
არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (შემდგომ დაემატა: უმიზეზოდ).
ყველა ცხოველი თანასწორია (შემდგომ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები)
“ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”.
"ჩვენ ღორები დღედაღამ თვალმოუხუჭავად ვდარაჯობთ თქვენს კეთილდღეობას, სწორედ თქვენს გამო ვსვამთ რძეს და თქვენი გულისთვის ვჭამთ ვაშლს;
იცით რა მოხდება, თუკი ჩვენ ვეღარ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას? – ჯოუნზი დაბრუნდება ამხანაგებო, დაიხ ჯოუნზი."ნუთუ უცნობია თქვენთვის ტოტალიტარული რეჟიმი და მომხმარებელთა საზოგადოება, სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული და დათრგუნული ინდივიდი, თუგინდ პოლიტიკური ლოზუნგები: “ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”, “ცხოველთა ძმა”, “ცხვართა მფარველი”, “იხვის ჭუჭულთა მეგობარი”, ქათმები, რომლებიც ერთმანეთს ასე ესაუბრებიან: “ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე”, ან კიდევ; “რა საუცხოო წყალია ამხანაგ ნაპოლეონის მადლით”.
შიათ და სხვებს თვალს უბამენ ვითომ ბევრი სურსათი აქვთ, ახალ-ახალ ტიტულებს იგონებენ, სხვადასხვა ორდენით აჯილდოებენ ცხოველებს, ყველაფერს ბელადს უკავშირებენ. პირობები გაუარესდა ნაპოლეონი კი ირწმუნება, რომ ჯოუნსის დროსთან შედარებით უკეთესი ყოფაა. “ის იცოდნენ, რომ დიდ გასაჭირში იყვნენ, გამუდმებით შიოდათ და სციოდათ, თუ არ ეძინათ, მუშაობდნენ, თუმცა არც იმაში ეპარებოდათ ეჭვი, რომ უწინ უარესად ცხოვრობნენ, გარდა ამისა, მაშინ მონები იყვნენ. ახლა კი თავისუფალნი არიან, ეს კი ის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომლის აღნიშვნა არასოდეს ავიწყდებოდათ”.
ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.
ცხოველებმა თავიანთ სახე დაკარგეს „და ვეღარ არკვევდნენ „ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი - ადამიანი“, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ადამიანებმა დაკარგეს ღვთისაგან ნაბოძები წყალობა და ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვით ეცხოვრათ, ცხოველებს დაემსგავსნენ.
თუკი თომას მორმა თავის “უტოპიაში” იდეალური საზოგადოება დაგვიხატა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ბრწყინვალედაა მოწყობილი, ორუელმა იგივე გვიჩვენა, მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში მყოფი წევრების თვალით. მან დახატა სისტემა, სადაც მთლიანად იშლება პიროვნების ბუნება და იგი ერთგვაროვანი მასის ნაწილი ხდება. ამიტომაც საზოგადოებრივი სისტემები უნდა განისაჯოს არა მათი თეორიებისა და აბსტრაქტული იდეალების, არამედ ისტორიაში რეალურად ჩადენილი საქციელის მიხედვით.
***
შემდეგი და მთავარი თემა: 1984, ორუელი.
Big Brother is Watching You, but Big mother is "watching" you too.
1984 (4/11) Movie CLIP - Victory is Not Possible (1984) HD
https://www.youtube.com/watch?v=c0wH6YDfCzg
This post has been edited by Катеньки on 6 Mar 2021, 11:30