http://www.tabula.ge/ge/story/174174-ruset...7Qp4o4BuHA0ixYoრუსეთის სამხედრო ტაძარში აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცები გამოსახეს. ფრესკის სურათს და წარწერას ინტერნეტში ცნობილი რუსი მისიონერი, დიაკონი ანდრეი კურაევი აქვეყნებს.
"სამოქალაქო ომი ჩინეთში, ომი კორეაში, შეიარაღებული კონფლიქტი უნგრეთში, ლაოსში, ალჟირში, იემენში, ომი ვიეტნამში, შეიარაღებული კონფლიქტი ეგვიპტეში, სირიაში, ჩეხოსლოვაკიაში, კონფლიქტი დამანსკის ნახევარკუნძულზე, ომები ბანგლადეშსა და კამბოჯაში, ომი ანგლოაში, შეიარაღებული კონფლიქტები ეთიოპიასა და ნიკარაგუაში, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ავღანეთში, შეიარაღებული ომი ლიბანში, ჩადში, კონფლიქტი ყარაბაღში, ომი იუგოსლავიაში, შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, ტაჯიკეთში და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს მშვიდობისკენ იძულება, სირიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ყირიმთან გაერთიანება".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა.
ეკლესიაში მოზაიკის განთავსებას აპირებდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინი იქნებიდა გამოსახული, თუმცა ეს გეგმა ჩააგდეს.
"როდესმე მადლიერი მომავალი თაობა დააფასებს ჩვენს მიღწევებს, თუმცა ახლა ამის გაკეთება ძალიან ნაადრევია," - განცხადა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკომა.
როგორ იგრძნობა ამ ერში რომ 1991 წლის მერე საერთოდ ვერ განვითარდნენ , საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი გამოსახულებები მოდაში , უფრო მოზაიკური სტილის დაუკვირდით ბოლო ფრაზას საქართველოს მშვიდობისკენ იძულება
იცით რა არის რუსეთი მშვენივრად იყენებდა და იყენებს რელიგიას როგორც მისი სუპერსახელმწიფოს მთავარ შემადგენელ ნაწილს , რასაც მშვენივრად ხელს უწყობს ჩვენი საპატრიარხო და ბრმევლი რომელიც მზად არის ილიას კრიტიკის გამო ყელი გამოგჭრას , როდესაც კათოლიკე მრევლი თავის ფეისბუქის ფეიჯზე რომის პაპის მიმებს აზიარებს
* * *
ამდენი ვიწვალე და ისევ დამასწრეს გახსნა და ჩემი თემა ისევ ჩაიძირა
მიმაგრებული სურათი
Jaws (1975) Sometimes that shark he looks right into ya. Right into your eyes. And, you know, the thing about a shark... he's got lifeless eyes. Black eyes. Like a doll's eyes. When he comes at ya, doesn't seem to be living...