ეგ ჟურნალია, ტქვენ ეს უნდა ნახოთ

აქუს ძმაზეა საუბარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზაცია "საფარის" წევრის მარი კურტანიძეზე მისი ყოფილი მასწავლებლის თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
"მართალია, ჩვენთან შეტყობნება არ ყოფილა, მაგრამ პოლიცია დაინტერესდება საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სტატიით და შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - თქვეს შსს-ში.
მარი კურტანიძემ sapari.ge-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც თავის ყოფილ მასწავლებელსა და ლექტორს თამაზ აქუბარდიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
“აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: “რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი რა”. წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: “ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”. ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას, ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ", - ეს არის ნაწვეტი მარი კურტანიძის წერილიდან, რომელშიც თამაზ აქუბარდიაზე წერს.
ამ წერილის შემდეგ, თამაზ აქუბარდიას ყოფილმა სტუდენტმა სოფი გოგიშვილმა facebook-ზე დაწერა, რომ ისიც ისმენდა "უხამს კომენტარებს" ყოფილი ლექტორისგან".
imedinews-ი თამაზ აქუბარდიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
მარი კურტანიძის წერილი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
თამაზ აქუბარდია მეოთხე მოწვევის პარლამენტარია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში "საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან" შევიდა.
24 ოქტომბერს პარლამენტში ქალთა მოძრაობამ სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით ის 1000 ხელმოწერა შეიტანა,რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Facebook-ზე შეგროვდა. საქართველოში სექსუალური შევიწროება კანონით არ ისჯება.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/33284/qa...ss-sheistsavlisპს. ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც ამაზრზენია ეს ბებერი სექსმარაზმატიკები
ფურთხის ღირსებიც არ არიან