#62463907 · 7 Feb 2026, 22:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (SweetHarmony @ 7 Feb 2026, 21:17 ) | | QUOTE (lifeisnice) | | წითელი ოსპი ინდურად |
რეცეპტი დაუშვი რა.
|
1-2 სუფრის კოვზი ქოქოსის, ზეითუნის ან უბრალოდ ზეთი. 2 ხახვი, 4 კბილი ნიორი 2 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა (ან მეტი გემოვნებით), 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი ქინძი, 1 ჩაის კოვზი ძირა, 1 ჩაის კოვზი პაპრიკას ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი გარამ მასალა ან სხვა კარის ფხვნილი გემოვნებით, მე გარამ მასალა მომწონს, აუთენტურ ინდურ გემოზე სვავს. 300 გ წითელი ოსპი, 780 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 250 მლ ქოქოსის რძე ან ნაღები, 250 მლ პომიდვრის სოუსი ან დაჭრილი პომიდორი (სურვილისამებრ). მარილი და პილპილი გემოვნებით, 2 ჩაის კოვზი ქოქოსის შაქარი (მე არ ვუკეთებ), 2-3 სუფრის კოვზი ლაიმის ან ლიმონის წვენი.
სერვირებისთვის: 4-6 სუფრის კოვზი არაჟანი, ცოცხალი ოხრახუში ან ქინძი, მოხარშული ბრინჯი.
კოჭას, კურკუმას, ძირას, ქოქოსის რძეს ხან საერთოდ არ ვუშვები. მთავარი ინგედიენტია გარამ მასალა.
This post has been edited by lifeisnice on 7 Feb 2026, 23:05
|