#56510366 · 5 Jul 2020, 22:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ფორუმელებო
დაახლოებით 2 თვის წინ გავიკეთეთ ფისტულას ოპერაცია (პარაპროქტიტი). ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გამომწერეს მეორე დღეს. დილა საღამოს ვიბანდი ჭრილობას და ვისვამდი ბეტადინს, შემდეგ ლევომეკოლს და სამედიცინო ბინტს ვიდებდი სანთავიკთან ერთად. ოპერაციიდან 1 კვირის თავზე გამსინჯეს და კარგად მიოდიოდა ყველაფერი და მერე კიდევ ერთი თვის სშემდეგ და მითხრეს რომ ჭრილობა ამოვსებული იყო უკვე თითქმის ბოლომდე.
პ.ს ამ ოპერაციის დროს არ იხურება ჭრილობა და ივსება თვითონ დაბლიდან გარეთ გართულებების თავიდან ასაცილებლად და როგორც ვიცი თითქმის 98%-ნი შედეგი აქვს ამ მეთოდს თუმცა ხანგძლივი რებილიტაციით. როგორც ვიცი 2 - 2.5 თვე უნდა სრულად შეხორცებას.
მოკლედ ამ ჭრილობის მოვლის პერიოდში ჭრილობა იკეტებდა ე.წ ნადებს მოთეთრო თითქმის თავიდანვე, როგორც მითხრეს ეს ნორმალურია. ახლა როცა ჭრილობის 98 % დაიხურა და რასაც მე ვხედავ 4-5 მმ არის შესახორცებელი იგივე ნაირად იკეთებს ნადებს ბინტზე ან თუ არ მაქვს შეხვეული კანზე არის მაინც. არანაირი ტკივილი, შესიება და დისკომფორტი არ მაქვს. პირიქით უკეთ ვარ ვიდრე 2 კვირის წინ. დაჯდომით მოძრაობით და ა.შ
მოკლედ ეს მოვყევი იმიტომ რომ გცოდნოდათ ისტორია და კითხვას რაც შეეხება როგორ ხდება ჭრილობის აღდგენა? ნორმალურია ეს ყველაფერი? ასე ხდება თუ რამე ისე ვერ მიდის. ვინმეს მსგავსი გამოცდილება თუ აქვს ან სხვა მაგრამ ჭრილობის ამბავში იგივე. მადლობა
This post has been edited by nucubidze on 5 Jul 2020, 22:13
|