სტალინურ რეპრესირებულ პირთა დახმარება 7 ლარია
თვეში, ეკლესიის კი 25 მილიონი და ჰექტრობით მიწები.
https://www.kutaisipost.ge/ka/sazogadoeba/a...nsirebith-videoპირიქით ხომ არ უნდა იყვეს, მეტი ყურადღება ადამიანებს და ეკლესიამ კი მოწყალებაზე იცხოვროს,
როგორც ქრისტე ცხოვრობდა.
მოსახლეობის დახმარება ყველაზე ნაკლებია საქართველოში პოსტკომუნისტურ სივრცეში.
აი რა ხდება ბალტიისპირეთში
https://idfi.ge/ge/victims_of_soviet_repres...heir_assessmentპოლიტიკური რეპრესიების და კომუნიზმის მსხვერპლთა უფლებები, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში მაღალ დონეზეა დაცული. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითები, სადაც აღდგენილია ჩამორთმეული ქონებრივი უფლებები და რეაბილიტირებულები სარგებლობენ მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებით. დამოუკიდებლობის პერიოდში, ესტონეთმა სულ მოახდინა 6.000 ბინის და 1.7 მილიონი ჰექტარი მიწის ფართობის რესტიტუცია, ლატვიამ - 10.000 ბინის. ლიეტუვაში ფართოა კომუნიზმის მსხვერპლთა სია და რეპრესირებულებთან ერთად, მასში შედიან 1944-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომისთვის მობილიზებულები, პარტიზანები, ავღანეთის ომის მონაწილეები და სხვა პირები.[1]
---------
IDFI თვლის, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვის პაკეტებიდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის არ არის პროპორციული იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს. ამ მხრივ, შედარებისთვის, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია XIX-XX საუკუნეებში, განსაკუთრებით 1921-1990 წლებში მიღებული ზიანის გამო სახელმწიფოსგან წელიწადში ათობით მილიონი ლარის კომპენსაციას იღებს.[3]
პრობლემურია ისიც, რომ 2006 წლიდან გაუქმდა რეპრესირებული პირებისათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური შეღავათები, რომლებიც მართალია მცირე ოდენობით, თუმცა მაინც უზრუნველყოფდნენ რეპრესირებულ პირთა დახმარებას საყოფაცხოვრებო-კომუნალურ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავების პროცესში. ასევე გაუქმდა რეპრესირებული პირებისათვის დადგენილი საცხოვრებელი ფართის ქირის შეღავათი. ნაცვლად ამისა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებისასთ და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებისთვის განისაზღვრა საყოფაცხოვრებო სუბსიდია 7 ლარის ოდენობით.
-------------
რეპრესირებულმა ოჯახებმა უნდა გამართონ აქციები მოთხოვნით,
- დაგვიბრუნეთ კომუნისტების მიერ
წართმეული ქონება.
This post has been edited by temart on 7 Jul 2020, 13:35