დასახელება: კლუბი / Glee
გამოშვების თარიღი: 19.05.2009
ჟანრი: მუსიკალური კომედია
შემქმნელი: რაიან მერფი / Ryan Murphy
როლებში: Dianna Agron, Chris Colfer, Jessalyn Gilsig, Jane Lynch, Jayma Mays, Kevin McHale, Lea Michele, Cory Monteith, Heather Morris, Matthew Morrison, Mike O'Malley, Amber Riley, Naya Rivera, Mark Salling, Jenna Ushkowitz
სერიალის შესახებ: "კლუბი" ამერიკული სატელევიზიო სერიალია, რომელიც 2009 წელს რაიან მერფიმ (Nip/Tuck, Popular) შექმნა. პირველივე წელს სერიალმა შეძლო ფენომენალურის სტატუსი მოეპოვებინა. ძალიან მაღალი რეიტინგების მქონე და კრიტიკოსებისგან გაღმერთებული Glee უკვე დიდ გავლენას ახდენს ტელევიზიაზე და მომავალი შოუების ტენდენციაზე. იგი FOX-ის საუკეთესო სერიალადაა აღებული და ორი სეზონით უკვე მრავალი ძალიან პრესტიჟული პრიზის მოგება შეძლო. მათ შორისაა 4 ოქროს გლობუსი და 4 ემი. სერიალის პოპულარობის შედეგად, შეიქმნა სერიალისგან მრავალი შთაგონებული პროდუქტი, როგორებიცაა - რადიო სადგური, მაღაზიები, ტანსაცმლის ხაზი, თამაშები, DVD და CD დისკები, სასაჩუქრე ყუთები, წიგნები და ა.შ.
მუსიკალური სერიალი ფაქტობრივად ახალი ჟანრია ტელევიზიაში. კლუბის პოპულარობამ კი მრავალ არხს დაუბადა იდეა მუსიკალური შოუსი, რაც 2011-12 წლის სატელევიზიო სეზონზე აუცილებლად აისახება. არხები The CW და Disney Channel კი ამზადებენ სერიალებს ძალიან ორიგინალური იდეით: სკოლის მოსწავლეები, რომლების სპეციალურ კლუბში ცეკვა-სიმღერით არიან დაკავებულები. (

) Glee-ს შთაგონებით, ასევე შეიქმნა ორი რეალითი შოუ. პირველი Don't Stop Believing ნამდვილი გლი კლუბების შერკინებაა, ხოლო მეორე რეალითი შოუ არჩევს ახალგაზრდებს, რომლებიც პოტენციური გლის ვარსკვლავებიც შეიძლება გახდნენ. გამარჯვებული კი კლუბის მინიმუმ ერთ სერიაში ითამაშებს.
სერიალი არის ოჰაიოში მდებარე საჯარო სკოლის ესპანურის მასწავლებლის ვილ შუსტერის შესახებ. ენთუზიაზმით და მელანქოლიით აღსავსე ვილი ცდილობს სკოლას დაუბრუნოს მუსიკალური კლუბის დიდება, რომელშიც თავადაც იყო როგორც მოსწავლე. ახლაკი, ის ქმნის მუსიკალურ კლუბს, რომელშიც მხოლოდ ხუთი ძალიან ნიჭიერი მაგრამ "ლუზერი" შედის. კლუბის რეპუტაცია მალე იმ დონემდე დადის, რომ მასში შესვლა სირცხვილად ითვლება.
კლუბის რიგები კი თანდათან ივსება და ისტორიაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ორი სეზონის განმავლობაში სერიალმა ძალიან ბევრი სახალისო და ნიჭიერი პერსონაჟი შემოგვთავაზა, რომელთაც მაყურებელს თავი სხვადასხვა ხასიათებით დაამახსოვრეს.
დამატებითი ლინკებიოფიციალური საიტი / Official Siteვიკიპედია / WikipediaIMDBTV.Comწინა თემაპირველი ნაწილი -
glee კლუბი This post has been edited by MEDS on 19 Sep 2018, 22:21
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass