#56516211 · 7 Jul 2020, 11:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“ეს ინფორმაცია არის ტყუილი“ – კომუნიკაციების კომისია განმარტებას აკეთებს 10:44 ივლისი 7, 20201 წუთში წასაკითხი
“ინფორმაცია თითქოს “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი”, – ამის შესახებ განცხადებას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია თითქოს საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლებში სპეც მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას ქმნის სიცრუეა.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება “მაუწყებლობის შესახებ” კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან.
აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.
რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან “, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის განმარტებაში.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|