იმ ნივთების მოშორება გადავწყვიტე, რაც დიდად არ მჭირდება, სახლში დევს უაზროდ, ჰოდა მეორე დღეა, ტელეფონი ამიფეთქეს.
სანამ განცხადებას დავდებდი, ისედაც ბაზრის ფასები შევისწავლე, ყველაზე ნაკლები დავადე რომ სწრაფად გაყიდულიღო,
მაგრამ მაინც რომ მირეკავენ, ,,ბოლო ფასია? ცოტა არ დააკლდება? დამიკელი, დამიკელი, გთხოვ, მეტი არ მაქვს..."

20ლარის გამო ტიპმა ტვინი გადამაჭამა

უკვე პრინციპის ამბავია, სხვას ვაჩუქებ, მაგრამ ამას არ დავუკლებ. არ მიყვარს ტვინს რომ მიბურღავენ.
ჰოდა, რა სასტავია, თუ ფული არ გაქვს რას მირეკავ, თუ ნივთი გინდა, რაღაც კაპიკებს რას დასდევ, ან საერთოდ ამდენი ტვინის ბურღვა როგორ არ ეზარებათ.
მოკლედ, გააზიარეთ თქვენი ისტორიები ყიდვა-გაყიდვაზე. როგორი მყიდველები ხართ ან თუ გაგიყიდიათ მაიმარკეტით რამე.