Vakho77, როგორც მთელ ქვეყანაში, უბრალოდ უნივერსიტეტი თვალში საცემია, რადგან სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს, ადამიანობის და ინტელექტის მაგალითი, მაგრამ ...
* * *
Kakha, ისე ფიზიკის ფაკულტეტს მართლა არა უშავდა, ბევრი ახლობელი სწავლობდა იქ, მაგრამ არც ჩვენი კიბერნეტიკული იყო ცუდი, თავიდან კარგი სასტავი შევიკრიბეთ, მერე ჯარმა დაგვშალა
ლექტორები სხვა ფაკულტეტებთან შედარებით პატიოსნად იქცეოდნენ, ალბათ იმიტომ რომ არ იყო ფულიანი სპეციალობა, ჩვენთან 30-60% მართლა სასწავლებლად აბარებდა, მათემათიკოსის დიპლომი დიდი არაფერი შეღავათი არ იყო თან სწავლა საკმაოდ ძნელი იყო.
ისე კი პარტისტორია და პოლიტეკონომია მართლა ფასიანი იყო

ერთი ყუთი კონიაკი და მორჩა საქმე, ანეგდოტი იყო პოლიტეკონომიის ლექტორი, მიუტანეს კონიაკები და ერთი ამბავი ატეხა როგორ გაბედეთო, მერე გავიდა ოთახში და კარები ღია დატოვა, გამოვადა ცოლი და ამბობს მოდით ბავშვებო აგერ დააწყვეთო და იქ უკვე გორა იყო ყუთების