მაგრად გვატკენ გულს.
ისეთი რა უნდა შემოგტავაზონ რომ მათ რიგებში იტამაშო.
რუსული არმიის გუნდში!
და, თუნცაც შემოგთავაზონ.
ფულზე ხომ არ იყიდება ყველაფერი.
შენ რომ ერთი რიგითი მოთამაშე იყო, დავიკიდებდი(თ). მაგრამ შენ ხარ ჩვენი კაპიტანი, იმედი და სიამაყე.
ნუ გაგავწბილებ, თოკო!
არ წახვიდე მაგ საღორეში.
მისდღემჩი (ძველი დინამოდან მოყოლებული) მაგათი ზუბი გვქონდა და ცესკა-ს წარმატება როგორ უნდა გაგვიხარდეს, ვერ ვხვდები!!!!

06 ივლ 202023:10
'იმედია, ცსკა-ში გადასვლით ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება' - შენგელია
სიახლე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და ესპანური ბასკონიას ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის არმიის გუნდში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგელიამ დაადასტურა, რომ მის აგენტს ცსკა-სთან მოლაპარაკება ნამდვილად აქვს, თუმცა ოფიციალურად ტრანსფერი ჯერ არ გაფორმებულა.
“ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი, ხელი არ მაქვს მოწერილი, ყველაფერი უბრალოდ ინტერესის დონეზე იყო ცსკა-ს მხრიდან. მე მათ ვუთხარი, რომ მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი ამ ტურნირზე [ესპანეთის ჩემპიონატზე]. ვნახოთ, რამდენიმე დღეში გადაწყდება, რა მოხდება. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ინტერესი ყველასგან მოდის. რამდენიმე წლის წინ მადრიდიდან [რეალიდან] შეთავაზება იყო, წელს კი აღარ ყოფილა. მილანიდან ინტერესი იყო, მაგრამ მალევე, თავიდანვე გვითხრეს, რომ არა... ერთადერთი სერიოზული დაინტერესება ცსკა-დან იყო“, - თქვა შენგელიამ ტელე იმედთან ინტერვიუში.
შენგელია იმედოვნებს, რომ ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერით ქართველი გულშემატკივრების მის მიმართ დამოიდებულება არ შეიცვლება.
“ამ გუნდში გადასვლით ან არგადასვლით ჩემი დამოკიდებულება ჩემს ქვეყანაზე და ჩემს ხალხზე ერთი წამითაც არანაირად არ იცვლება. იმედია, ჩემი ქვეყნისა და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და ჩემს სიყვარულზე ჩემი სამშობლოს მიმართ რამე ახსნა-განმარტება რომ დავიწყო, ცოტა უცნაურად მეჩვენება, სიმართლე რომ გითხრათ“, - ამბობს შენგელია.
ქართველი კალათბურთელი ესპანურ ბასკონიაში 2014 წლიდან თამაშობს. მის შემადგენლობაში 1 კვირით წინ მან ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. ფინალურ მატჩში ბასკონიამ ბარსელონა დაამარცხა.
თუმცა
გომელსკი იძახის, უკვე გაფორმდა ხელშეკრულებაო