მუდმივი ოპოზიციონერი ვარ! ხელისუფლების (მთავრობის) შეცვლა ძალიან სასარგებლო მიმაჩნია ხალხისთვის და საზოგადოებისთვის!
კარგი იყო, რომ 20212წ ხელისუფლება შეიცვალა. კარგი იქნებოდა 2020წ ხელისუფლება შეცვლილიყო!
მაგრამ...
დღეს რასაც ვუყურებ, ოპოზიციის ძალიან დიდი უნდობლობა მაქვს.
არჩევნები გაყალბდაო...
ხალხის უმრავლესობა არ გეთანხმებათ.
საერთაშორისო საზოგადოება არ გეთანხმებათ.
თქვენ, ოპოზიცია, რას აკეთებთ ესეთ პირობებში? არაფერს არ აკეთებთ, რომ გაყალბება დაამტკიცოთ. თქვენს მაგივრად ვინ გააკეთებს თქვენ საქმეს? ვინ დაამტკიცებს გაყალბებას?
დამტკიცების მაგივრად აირჩიეთ იოლი გაზა: ყაყანი გაყალბებაზე და ახალი არჩევნების დანიშვნა)
თუ ვერ ამტკიცებთ გაყალბებას, შემდეგ არჩევნებსაც წააგებთ. და კიდევ თავიდან (სანამ კოჭი არ გაგიგორდებათ), გაუთავლებად მოითხოვთ ახალ არჩევნებს? არა ხართ კონსტრუქტიულები, ხალხს ვერ აიყოლიებთ ყაყანით...
იმაზე მეტი ჭკუა თუ არა გაქვთ, რომ ბიძინას "ბორია" უძახოთ, "ხიხო" და "ჭორვილელი", მაშინ მოეშვით პოლიტიკას და დაგვანებეთ თავი.
თქვენთვის რაც გინდათ ის იფიქრეთ, ხალხს თავი გაანებეთ.
იმის მაგივრად, რომ დაამტკიცოთ გაყალბება, ხალხს რევოლუციებს, მშვიდობიან და არა მშვიდობიან გამოსვლებს ჰპირდებით
პარლამეტში შეჭრა გეხერხებათ, მაგრამ უბრალოდ მუშაობა არაა...)
არა ხართ თქვენ ოპოზიცია!