mepar
VeritasForYou

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12168
წევრი No.: 108151
რეგისტრ.: 2-January 10
|
#56541539 · 12 Jul 2020, 18:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გლობალიზაციამ ქართული საზოგადოება დააყენა დიდი გამოწვევის წინაშე: ერთის მხრივ გლობალიზაციურმა პროცესებმა შემოიტანა ჩვენს საზოგადოებაში ინფორმაციონალიზმი, ლიბერალიზმი, მას-კულტურა და განავითარა ქართულ საზოგადოებაში გეზელშაფტური საზოგადოება (საზოგადოების "ქალაქის" ინდივიდუალისტური საზოგადოება, რომლის წესრიგი განპირობებულია ინდუსტრიალიზაციით, რაციონალური არჩევანით, კონკურენციით და ინსტიტუციონალიზაციით) და დაუპირისპირდა გემაინშაფტურ საზოგადოებას (საზოგადოების "სოფლის" ნაწილი (ქალაქი და სოფელი საზოგადოების თვითორგანიზმების ფორმაა და არა ლოკაცია), რომლის წესრიგი განპირობებულია ტრადიციით, კულტურული კონსერვატიზმით)
ამ დაპირისპირებამ წარმოშვა ნაცი და ქოცი, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ რაციონალურ დებატების ფორმაში, თუმცა აღსანიშავია ამ კულტურულ კონფლიქტზე წარმოქმნილი ფსიქიკური დევიაციის ახალი ფორმა, რომელსაც მე უწოდებ "კლინიკურ ქოციზმს", რომელიც გახლავთ პარანოიის სპეციფიური ფორმა და საჭიროებს დაზუსტებას, რომ მოვლენები სწორად ამოვხსნათ, რათა გვესმოდეს რა ტიპის ადამიანთან გვაქვს საქმე.
პარანოიდალური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანს ახასიათებს უნდობლობა და ეჭვიანობა სხვა ადამიანების მიმართ, მათი მოტივების ინტერპრეტირება ახსნილია, როგორც ბოროტი. "კლინიკური ქოციზმი" ეს არის კოგნიტური აშლილობის სპეციფიური ფორმა, რომელიც თავს ავლენს საჯარო, საზოგადო მოვლენი ინტერპრეტაციის შემთხვევაში. მოვლენათა ახსნას ახასიათებს სპეკულაციური ინტერპრეტაცია გამოგონილი ბოროტმოქმედის მონაწილეობით. "კლინიკური ქოციზმის" ფობიათა აპოთეოზს წარმოადგენს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კლინიკური ქოციზმის ფობიათა ექსტრაპოლაცია ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის გუნდზე და მმართველობის 9 წელზე, შესაბამისად "კლინიკური ქოციზმის" პარანოიით შეპყრობილი ადამიანს აქვს ფობიური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიმართაც, შესაბამისად მისთვის საჯარო მტერი (ანუ უცნობი ადამიანი, რომელიც გახლავთ მსოფლმხედველობრივი ოპონენტი) არის პირადი მტერი!
კლინიკური ქოციზმის პარანოიით შეპყრობილი ადამიანს საჯარო მტრის მიმართ აქვს ორგანული ზიზღი, დარწმუნებულია, რომ გახლავთ მორალურად მახინჯი სუბიექტი, ინტელექტურალურად განუვითარებელი და აღენიშნება ფიზიკური პათოლოგიებიც.
კლინიკური ქოციზმით შემყრობილ ადამიანს აშინებს მიხეილ სააკაშვილის პერიოდთან დაკავშირებულ ადამიანთა გააქტიურება, რომლის პირიდაპირი თუ ირიბი ქვეტექსტი არის ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა, შესაბამისად კლინიკური ქოციზმის მეტამორფოზული ანტიგმირი გახლავთ ნ. გვარმია.
კლინიკური ქოციზმის კოგნიტური კონსტრუქცია აგებულია მისთვის მისაღებ სიმბოლოთა ინტერპრეტაციით, რომელიც ჰარმონიულად გამოისახება გემაინშაფტურ საზოგადოებრივ წესრიგში და ქართულ ოცნებაში. მოვლენები, რომელიც არ თავსდება მის მიერ გამოგონილი კეთილი სამყაროს ინტერპრეტაციაში, კოგნიტური დისონსნსის ფონზე "კლინიკური ქოცი" იგონებს "ნაც" ბოროტმოქმედს, რომელიც ყველარში დამნაშავეა. კლინიკური ქოციზმი შეიძლება ავღწეროთ შემდეგ კატეგორიებში:
გულქვა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ობსესიურ-კომპულსური პიროვნების თვისებები. პაციენტს ახასიათებს რეკურენტული (განმეორებადი) აკვიატებული აზრები: 25 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი, მიშამ 19 მლრდ მოიპარა, ძუძები მოაჭამა, სანდრამ საშვილოსნოებით ვაჭრობს, აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ, სააკაშვილი რუსეთის აგენტია... და ა.შ. ფანატიკოსი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ნარცისული პიროვნების თვისებები. პაციენტს ახასიათებს მოვლენათა ინტეპრეტაცია ეგოისტური სარგებლის მოლოდინიდან საჯარო სამოქალაქო ემპათიის აბსოლუტური იგნორირების ფონზე. (პარტიული ნომენკლატურა ან მასთან დაახლოებული ადამიანები რომელიც სისტემიდან სარგებელს პოულობენ და მათთვის არსებული რეალობა ზნეობრივიცაა და სამართლიანიც) წუწუნა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები. პაციენტს ახასიათებს საძულველ "9 წლის" რეფორმათა მარგინალიზაციის, კრიტიკის, სიძულვილის, ნაკლოვანებათა აღმოჩენის, ზიზღის, წარსულის განდიდების რეკურენტული, აკვიატებული, ტანტრუმული რეაქცია. შეზღუდული - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები. პაციენტს ახასიათებს ასოციალური დემოკიდებულება საჯარო სივცის და სამოქალაქო მოვალეობების მიმართ, შესაბამისად პარანოიის გაღრმავება დაკავშირებულია სამოქალაქო მოვალეობათა "იძულების" პარანოიასთან. (ძველბიჭა, ქრუდულ, გლეხურ გემაინშაფტური წესრიგის შიში რომ უთვალთვალებენ, ან აიძულებენ პოლიციასთან თანამშრომლობას, რომელიც დაკავშირებულია ღირსების წართმევის პარანოიდალურ ილუზიებთან) ღვარძლიანი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს სადისტური პიროვნების თვისებები. პაციენტს ახასითებს საჯარო მტრის მიმართ სიძულვილი რომელიც გამოხატულია ორგანულ ზიზღში და გამოხატულია აგრესიაში რომლიც პირდაპირი თუ ირიბი სურვილი გალხვათ მტრის ფიზიკური განადგურება, ძალადობრივი მოწამეობრივი სიკვდილით.
ვითხოვ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაარეგისტრიროს აღნიშნული ფსიქიკური დევიაცია დაავადებად, რათა შემუშავდეს მკურნალობის ეფექტური კურსი.
P.S. თემის ინსპირაციაა "ბიძა"
Warning: | 4.3.3.2. პროვოკაციული ქმედებები:ირიბი პროვოკაცია 4.2.9. თემის შექმნა პირადი განხილვებისთვის ვორნი |
This post has been edited by Saturn on 12 Jul 2020, 18:48
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|