Full size luxury truck - როგორც კლასი, პირველად შემოიღო Ford - მა. თავისი Navigator - ით. გაამართლა თუ არა, ძნელი მისახვედრი არ არის. საკმარისია პირველ Escalade-ს შეხედო.
U228 - ნავიგატორის მეორე თაობაა. ავტომობილი, რომელზეც პირველად დამონტაჟდა ელექტრო საფეხურები. თავის კლასში ყველაზე დიდი და მსხვილი რამით.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში, როგორც ყოველთვის მწირი იმფორმაციაა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ, იყოს აქ პატარა მიმოხილვა. იქნებ ვინმეს მოუნდეს მოძებნა და იპოვოს.
- რამდენს წვავს ?
ნუ... თუ იყოლიებ ნავიგატორს, მზად უნდა იყო, რომ ეს კითხვა შენს ცხოვრებაში იმდენჯერ განმეორდება, რამდენჯერაც არაფერი აქამდე არ განმეორებულა. არის გამონაკლისები, როდესაც ადამიანები ჯერ გეკითხებიან თუ როგორ ხარ, რა არის ახალი... მაგრამ შეგიძლიათ ამ კითხვებზეც წინასწარ უპასუხოთ რა მანძილი დაფარეთ გუშინ წინ 30 ლარად ქალაქში.
სინამდვილეში კი ისე წვავს, როგორც უნდა წვავდეს ავტომობილი, რომელიც იწონის "გრუბად" 3 ტონას. 40 ლიტრას 100 კმ-ზე. მაგრამ სანამ პრადოს და სოტკის მძღოლები იზეიმებენ და პრიუსის მძღოლები გონებას MPG დან ჩვენებურზე გადმოაკონვერტირებენ, ვიტყვი რომ ვიხუმრე. წვა ზოგადად ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული რა თქმა უნდა.... პირადად მე გამომდის ქალაქში 22-25 ლიტრა. თუ ძალიან დიდი საცობებია ან მოკლე-მოკლე მანძილებზე გიწევთ მოძრაობა ზამთარში, მაშინ 30-35 იც შეუძლია. ძალიან არის დამოკიდებული ტარების მანერაზეც... მოკლედ, არ წვავს ისე როგორც ყველას რატომღაც ჰგონია. ტრასა 15-20. აქაც გააჩნია სიჩქარეს. 100-110 ით 15 დაახლოებით. უფრო მეტზე იმატებს უკვე.
- რათ გინდოდა ამხელა მანქანა ?
არც ვიცი პირდაპირ რომელი კითხვა უფრო პოპულარულია წვაზე თუ ეს. ალბათ ერთნაირად. თბილისის ზღვაზე ვაქირავებ ხოლმე "სუტკაში" 30 ლარად. აბა ამდენს რო წვავს რა უნდა ვასხა.
მინდა იმიტომ რომ მომწონს. სხვა რა გითხრათ აბა... ვისაც ის ავტო ყავს რაც მას მოსწონს, გამიგებს.
- გაზზე როგორ მუშაობს ?
ნორმალურად. არაფერი მოუვა თუ სწორად არის დარეგულირებული. მე პირადად LPG მიყენია. სათადარიგო ბორბალი მოხსნილია, სამაგიეროდ 90 ლიტრიანი ბაკი დგას მის ადგილას. ბენზინი ბაკში 106 ლიტრა ჩადის. ზომბი აპოკალიფსი თუ მოხდა, საკმაოდ ბევრს გაგატარებთ. სასურველია ძრავი 4000 ბრუნზე მეტად არ "ატრიალოთ" გაზზე. კვირაში ერთხელ ბენზინზე "გათხაროთ" პედალი ბოლომდე და ეგაა.
- ქალაქში არ გიჭირს ამხელა მანქანით ?
ესეც ენდემური კითხვაა. ექსპედიშენ / ნავიგატორების მფლობელების ირგვლივ ბინადრობენ დიდი რაოდენობით.
არ მიჭირს. 4 ბორბალზე დგას, საჭეც უყენია. ტრიალებს საჭეც და ბორბლებიც. სარკეებიც აქვს, როგორც სხვა ავტომობილებს ისე. მეტი რა ვიცი... უკან სენსორებია, პარკინგის, წრიპინა. მეხმარება ხოლმე ხშირად, როცა მუშაობს. ძირითადად ზამთარში უყვარს მუშაობა. გაზაფხულთან ერთად ეკარგება სურვილი. რატომ არ ვიცი. ასეთი ხასიათი აქვს უჟმური. მანქანას არა, სენსორს პარკირების.
- მაგრა იდგამდეს იქნება ხო ?
აღჭურვილია 5.4 ლიტრი მოცულობის ძრავით. ტრიტონი ქვია. 32 კლაპნიანია. 8 ცილინდრიანი რა თქმა უნდა. გრუბად 300 ცხენი და 500 ნიუტონი ბრუნვა. "ნიზავოი" ძრავია. მაღალ აბაროტებზე მუშაობა ეზარება. მოდულარის ტიპის ძრავების ოჯახიდანაა, ბლოკი ჩუგუნი, "გალოვკები" კობრას. არსებობს 16 კლაპნიანი ვარიანტიც, ყენდებოდა პირველ ნავიგატორზე. არსებობს 24 კლაპნიანი ვარიანტიც, ყენდებოდა მეორე ნავიგატორის რესტაილინგზე.
საერთო ჯამში, ძრავი უპრობლემოა შეიძლება ითქვას. რესურსი დიდი აქვს. იმდენად დიდი და ლეგენდარულიც ვერა, რამდენიც ტოიოტას ძრავებს აქვს ჩვენი ერის გონებაში ჩაბეჭდილი რა თქმა უნდა... მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანების გადმოსახედიდან, დიდი რესურსი აქვს მოკლედ.
სუსტი წერტილები 16 კლაპნიანზე - სვეჩებს ისვრის ხოლმე. ბაბინები შეიძლება გამოვიდეს მალე მწყობრიდან.
სუსტი წერტილები 32 კლაპნიანზე - სვეჩების გასროლა. აქაც ბაბინები.
სუსტი წერტილები 24 კლაპნიანზე - ზეთის ნასოსი. სუსტია. აყენებენ მელინგის ფირმის გაძლიერებულს. ძლიერ მომთხოვნია ზეთის მიმართ. 5/30 ზე უფრო სქელის ჩასხმა არ არის კარგი. ფაზერებით არის აღჭურვილი ( როგორც ბუმერის ვანუსები ). ფაზერების რესურსი ძრავის რესურსზე ნაკლებია. სვეჩების გამოცვლის დროს არის შანსი ჩატყდეს შიგნით. ხდება როცა არასწორი ძალით ამონტაჟებენ და 100 000 მილის მერე ცვლიან.
იდეაში ძრავმა უნდა იმუშაოს 5/30 ზე. განურჩევლად კლაპნებისა. წვრილი მაგისტრალები აქვს და ასეა საჭირო. ცეპი / ცეპის დამჭიმები იცვლება დაახლოებით 250 000 კმ - ში ერთხელ.
კოლოფი ძველი, ფორდის 4 სიჩქარიანი პირველ და მეორე თაობის რესტაილინგამდე მოდელებზე. მოდებილო მაგრამ ძლიერი. როგორც ძრავი, ისევე ეს კოლოფიც ყენდებოდა პარალელურად პიკაპებზეც. რესტაილინგიდან მოდის გერმანული ZF კოლოფი 6 სიჩქარიანი. ნაკლებად გამძლეა თქო არ ითქმის. ზოგადად კოლოფები უპრობლემოა.
- რო მოგინდეს მთელ კორპუსს დაიტევ ხო ?
არის ვარიანტები მეორე რიგში ბარით, არის 3 სავარძლით. ჩემი მეორე ვარიანტია. წინ 2 კაცი ზის, მეორე რიგში 3 და მესამეშიც 3. მესამე რიგის სკამები ნავიგატორში არ გავს ევროპულ და იაპონურ მესამე რიგს. მეტრა ოცზე დიდი ადამიანიც კომფორტულად იმგზავრებს.
კლიმატი 3 ზონიანია. წინა რიგი ცალ-ცალკე თავის გემოზე. მეორე და მესამე რიგი შეთანხმებულად. მესამე რიგს ცალკე ფეჩი ემსახურება. შესაბამისად წყლის მაგისტრალები საკმაოდ გრძელია და ანტიფრიზიც ბევრი ჩადის. 22 ლიტრა დაახლოებით. კომფორტულიდან - წინა სკამების გაგრილება / გაცხელება. ელექტრო რეგულირება პედლების. ეკრანი მეორე რიგის "ჭერზე". მუსიკა ნორმალურია. ბაზბოჩკა ქარხნულად მოყვება. მესამე რიგის "პადლაკოტნიკები" ერთში ბაზბოჩკაა, მეორეში ფეჩი დამატებითი. საბარგულიც ელექტრო. კომპლექტაციებს გააჩნია, ამერიკელებს ელექტროფიკაცია და კომფორტი არ ეშლებათ მოკლედ. ტორპედოც სადაა და ბევრი ღილაკის გარეშე. მაგრამ ამავე დროს რაც საჭიროა, ყველაფერია.
- აუ ეს ტალახში მაგარი ძროხა იქნება
არც არავინ აპირებდა 2004 წელს 62 000 $ - ის გადახდას და ტალახში კოტრიალს. არის ვარიანტები ლსდ ხიდით უკან, არის მაგის გარეშე. უმეტესობა თავისუფალი ხიდებითაა წინაც და უკანაც. აქვს ფორდის ადვანსთრაქ სისტემა 4-4. იმიტაციებით. ე.წ "პანიჟენიაც" აქვს. წინა ხიდი ჩართვადია. ჩვეულ რეჟიმში უკანა მავალია. ამიტომაც გაზის ჩაჭერას თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს ბუქსი. მოქნევაც შეუძლია ერთი ადგილის. თორქი აძლევს საშუალებას.
- რბილია ?
ქარხნულად ბალიშებზეა. ბალიშები სადღაც 10 წელი ძლებს როგორც იძახიან. აყენია კომპრესორი, სიმაღლის სენსორები, ბალიშები და თანხმლები დეტალები. კონტროლი შეუძლებელია, მხოლოდ პანიჟენი სიჩქარეში იწევა მაქსიმალურად. დანარჩენ დროს თვითონ წყვეტს რა და როგორ ქნას. საკმაოდ გამძლე და უპრობლემო სისტემაა. ჩემი პადუშკებზეა. გარბენსაც შეგახსენებთ, ნახევარ მილიონს უკლია 10 წუთი. თავისუფლად გადადის ზამბარებზე საჭიროებისამებრ.
- ნაწილები იშოვება ?
იშოვება. არასდროს მქონია შიში, რომ რაიმეს ვერ ვიშოვი. ვისაც ამერიკულ მანქანებთან შეხება აქვს, იცის. საიტებიც არსებობს, ფასებიც არ მინდა მაგალითები მოვიყვანო, მაინც არ დაიჯერებენ იაპონური ავტოების მფლობელები. მოკლედ არ არის ეგ პრობლემა. მაქსიმალური ტრაგედია რაც შეიძლება დატრიალდეს, მოგიწიოს 1 კვირა ლოდინი. ჰა-ჰა 2. ისიც ეს დრო მანქანა ივლის. არ გაჩერდება.
დიდი მოთმინების ფიალა აქვს. ან ახარჯავ და კაიფობ პროცესით. ათასი წვრილმანია რაც მოითხოვს გაკეთებას. ყოველთვის. ან იკიდებ და დადის მანამ სანამ არ დაიფერფლება. ოქროს შუალედი რა თქმა უნდა არავის აუკრძალავს.
მოკლედ, თუ აპირებ ყიდვას და არ გაშინებს წვა და გაბარიტები, თამამად შეგიძლია ეძებო კარგი ვარიანტები. მერე ნახავ რა მაგარი კაიფია 2 ნავიგატორი ერთმანეთს ფარებით რომ მიესალმება. განა ხშირი მოვლენაა ... )
ლურჯი ავტობუსის მძროლიც თუ დაგისიგნალებს და რომ გახედავ, "დაგილაიქებს" არჩევანს, მერე ვაბშე დაგაპრიხოდებს. ზოგადად ყურადღებას იქცევს კი. ძალიან. ყოველ დღე. სულ დაინახავ ადამიანს, რომელიც შენკენ იყურება.
სენქიუვერიმაჩ
* * *
სურათებსაც ავტვირთავ. ცალკე თორემ იმდენი ვწერე მეთქი არ აირიოს რამე არ წამეშალოს რავიცი აბა...




