მოკლედ, საქოცეთის ბათუმი აგრძელებს გაოცებას
მოვიდნენ და ნაცების სტადიონის პროექტი მოისროლეს
მერე ეს აირჩიეს
ეხლა ესეც მოისროლეს
“ბათუმში სტადიონი აღარ აშენდება”
კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” ბათუმის საერთაშორისო სტადიონის პროექტს აღარ შექმნის. მოულოდნელ სიახლეს ბათუმის საკრებულოს წევრები დღეს რიგგარეშე სხდომაზე გამოეხმაურნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით, სტადიონის მშენებლობის კიდევ უფრო გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესი იქნება თუ კი მათვრობა პროექტს და მისი განხორციელებისათვის საჭირო თანხებს მერიას გადასცემს.
თუმცა ვიდრე საკითხის განხილვას მთავრობა დაიწყებს ინიციატივა უკვე დაიწუნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ხელშეკრულება ესკიზის ავტორთან 25 ივნისს შეწყვიტეს.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
ბათუმში სტადიონის აშენების გადაწყვეტილება მთავრობამ წინა ხელისუფლების დროს მიიღო, კომპლექსი 35 ათას მაყურებელს დაიტევდა და მისი ღირიბულება 50 მილიონი ლარი იყო.
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას სწორედ ამ პროექტის განხორციელებას სთავაზობს: “გვერდით გადადონ ეს რაღაც პოლიტიკური გარჩევები პროექტების და ის წყენა რაც მათ აქვთ, ძალიან ლამაზი პროექტი იქნა არჩეული 2012 წელს, შეთანხმებული და პროექტიც ნაყიდი ასევე მერიის მხრიდან, ადგილიც კი იქნა გამოყოფილი თქვენ ყველას კარგად გახსოვთ და თანხაც იდო ბიუჯეტში”_განაცხადა ბათუმის საკრებულოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ.
სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე როგორც სიტყვიერად ისე წერილობით ეცნობა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სიახლე მედიისაგან შეიტყეს. მამუკა ლობაჟანიძე ოფიციალური შეტყობინების მიღებამდე სატელევიზიო კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ სამინისტრო რეალური მიზეზების დასახელებას თავს არიდებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პროექტის არც პირდაპირ შესყიდვას გამორიცხავენ.
ბათუმში სტადიონის პროექტის შექმნასთან დაკავშირებით ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულება 17 მარტს გაფორმდა.
http://benewsbatumi.com/2015/07/02/%E1%83%...83%90%E1%83%A8/