კარგი მეზობელი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.
მეზობელი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
მეზობელი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.
მეზობელი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთ, ძალთა და ზურგთ მომბმელია.
მეზობელი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.
მეზობელი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
მეზობელის უკეთესსა შენ რას იშოვი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს,
მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და მეზობელს შესწყობოდეს.
მეზობელში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.
იფიქრეთ ამაზე
მე გამონათქვამებში
This post has been edited by Dodecahedron on 16 Jul 2020, 21:15