მკვლელობა თბილისში - დაჭრილი ყოფილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა
19-07-2020 17:27 39381
მკვლელობა თბილისში - ახალგაზრდა მამაკაცს ზურგის და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. "კურიერის" ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც უცნობმა პირმა, კახაბერ თეგეტაშვილი დაჭრა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც "კურიერმა" გაარკვია, გარდაცვლილი კახაბერ თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელია, უცნობია დაპირისპირების მოტივი.
"კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ტრაგედია სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.
გარდაცვლილი მამაკაცი ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არ ცხოვრობდა და ის ახლახანს ჩამოვიდა დედაქალაქში.
დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს
https://rustavi2.ge/ka/news/170607?fbclid=I...yx9Mng5fjuKJ7Gkინფორმაციას გაწვდით და არა მაქვს არანაირი მოსაზრება თუ რა მოხდა იქ?
This post has been edited by lasha1997 on 20 Jul 2020, 04:03