მოდერის ნებართვით ერთი
არაპოპულალური თემით მიდა დავამძიმო ფორუმი.
გაზის გრილი ანუ ტიანშანი შესავალის გარეშე :
20+ წლის ნახშირის გრილის გამოცდილების სტაჟის მქონემ
დამატებით შევიძინე გაზის გრილი .
სურვილი იქნება რომ ამ თემაში შეწვის რეცეპტები და რჩევები გავუზიაროთ ერთმანეთს .
(
"გაზის გრილი ყ...ბაა - შეშის სჯობია" ექსპერტებს თავიდანვე ვუპასუხებ :
ორივე რომ გაქვს ის სჯობია !
)
ჩემთვის პირველ რიგში გაზის გრილის უპირატესობა ის არის რომ ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევა და შენარჩუნება/რეგულირება/ხანგძლივობა მარტივად და დროის მცირე დანაკარგით ხდება. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჭვარტლის, კვამლის და მათთან დაკავშირებულ დისკომფორტის გარეშე - მით უმეტეს თუ მოხმარება აივანზე ან ტერასაზე (ჩემს შემთხვევაში კერძო სახლის მე-2 სართულზე 40კვ/მ ტერასა ) ხდება.
გაზ.გრილის სისტემაც მარტივია: გაზის ნაკადი ახურებს ფოლადის "დამცველებს/არომატის ფილებს 800 °C მდე , ზევით უკვე გრილის (ფოლადი / თუჯი / თუჯი-ემალით დაფარულ) ბადეს ახურებს 430 °C მდე და შემდეგ უკვე ღუმელში ცირკულირებს 360 °C მდე , რეგულირების შემთხვევაში მინ. 115 °C მდე შეიძლება დაწევა.
პ.ს ეს მონაცემები მოდელების მიხედვით სხვადახვა იქნება.

გაზის გრილის უმთავრეს მინუსში შემწვარი ხორცის ბუნებრივი კვამლის არომატის უქონლობა შეიძლება ჩაითვალოს , თუმცა თანამედროვე გაზ.გრილებში ეს პრობლემაც ასე თუ ისე მოგვარებელია
ანუ ხორციდან ჩამოწვეთილ "წვენს" რომელიც ნახშირზე ეცემა და წარმოქმნილ ორთქლი/კვამლი ისევ ხორცში იჟღენთება - ამ ფუნქციას გაზის გრილზე უკვე 800 °C მდე გახურებული ფოლადის "დამცველები/არომატის ფილები ასრულებენ.

რაც შეეხება შეშის/წალმის წვის დროს წარმოქმნილ ბუნებრივ სურნელის უქონლობის პრობლემას უკვე დამატებით ეს ფოლადის "ყუთი" აგვარებს (იყრება დასველებული ხილის პატარ-პატარა ნაფოტები) და გაღურებულ ღუმელს უკვე კვამლით ამარაგებს (ალუბლის ხის უკვე გავტესტე - უმაგრესი!! ).

ესეც ჩემი შენაძენი
Weber Gasgrill Genesis II EP-335 GBS. (2020)
არჩევანი იყო კანადურ 2 ფირმასა Napoleon Rogue XT 525 - Broil King Regal 490 და ამერიკულ Weber შორის .

პირველი ტესტი რა თქმა უნდა სტეიკი იყო 64°C ზე
ფოტოებს დავაპატარავებ ...

შემდეგ Hohe Rippe ძროხის ნეკნთან მჭლე ხორცი რომელიც სტეიკისთვის ცოტა მაგარი გამოვა ამიტომ 3 საათიანი არაპირდაპირი წვით + ალუბლის ხის ბოლით

, 71 გრად-მდე - ურბილესი და არამშრალი


ესეც მეორე დღეს შემწვარ ანანასთან


ხო ესეც იყოს ..

იმედია მარტო არ დამტოვებთ ..
ხვალე თევზეულობას ვაპირებ ..
This post has been edited by dadn on 20 Jul 2020, 20:37