#54850057 · 21 Jun 2019, 20:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ar-Pharazôn
ესე იგი თავის მოკვლა გადავწყვიტე (it's a Billy Corgan joke) ვინილებს ვარიგებ და მაინტერესებს Incubus-ის მიმართ რამე ვნება თუ დაგრჩა? თუ დრომ წალეკა შენი სიყვარული? 2 ალბომი მაქვს: Make Yourself და 8.
გასაგებია რომ Limp Bizkit ბევრს ეზიზღება, მაგრამ Incubus-ზე ცუდი სიტყვა არ გამიგია, ხალხი საერთოდ იშვიათად ლაპარაკობს ამ ჯგუფზე.. ფირფიტების შეგროვება როცა დავიწყე Make Yourself იყო ერთერთი პირველი ალბომი რომელიც ვიყიდე, ვინილების სითბოზე ბევრი მქონდა გაგებული და რატომღაც მეწადა სიმღერა სახელწოდებით სითბო მომესმინა ვინილზე, მოვუსმინე კიდევაც. მაგრამ ახლა სითბოს გადაცემის დრო მოვიდა.
არჩევანის წინაშე გაყენებ, ან უფასოდ უნდა წაიღო ვინილები და ამ შემთხვევაში სატანასთან გარიგება გამოგივა და მომავალში შეიძლება ვალის დაბრუნება მოგთხოვო,
ან ფული უნდა გადაიხადო და ამ შემთხვევაში ღმერთთან შეთანხმება გამოგივა, ღმერთის არარსებობის გამო დროებით მის როლს მოვირგებ და ფულის სანაცვლოდ ცოდვებს შეგინდობ.
შენზეა დამოკიდბული რამდენად დამძიმებული ხარ ცოდვებით და რამდენად გინდა Incubus-ის ფირფიტებს დაეუფლო.
--------------------
I am so dirty on the inside
|