დაესევიან ახლა ნაცხ/ქოცხნი და შეხრამუნებენ :დდ
თან იმას გაუზახიან, მე-3 ძალა არ ჩანს ქართულ პოლიტიკაშიო, არადა არც მე-3 უნდათ და არც, მ-5, თვითონ უნდათ ხრან ეს ქვეყანა და ჩვენი გულები/ნერვები მორიგეობით!!!!

(PUKE)
„გვინდა ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დავეხმაროთ“ – ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების“ დამფუძნებლები არჩევნებისთვის ემზადებიან
გააზიარე
https://primetime.ge/politikos/„გვინდა ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დავეხმაროთ“ – ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების“ დამფუძნებლები არჩევნებისთვის ემზადებიან
ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი, რომლის წარმომადგენლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
24 წლის ჟანა მაჩალაძე პოლიტიკური ბრძოლის ველზე კარგად ნაცნობი სახეა, მისი თანამოაზრე და პარტნიორი, 26 წლის დიმიტრი კირხანიდი კი ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია.
როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, საქმიან გარემოში გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ.
რატომ გადაწყვიტეს საკუთარ სფეროებში წარმატებულმა ახალგაზრდებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, რა გეგმები აქვთ და რა გამოწვევებს ხედავენ ქართულ პოლიტიკაში, ამაზე ჟანა მაჩალაძე და დიმიტრი კირხანიდი „პრაიმტაიმს“ თავად ესაუბრნენ.
დიმიტრი კირხანიდი: პროფესიით ეკონოისტი, ფინანსისტი გახლავართ.
მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ჩემს სფეროში. ვხელმძღვანელობ რამდენიმე კომპანიას. კერძოდ, სამშენებლო, ტურიზმის, სარესტორნო და სოფლის მეურნეობის სფეროებში. მსხვილ კომპანიებს ვხელმძღვანელობ დამოუკიდებლად, ასევე ფინანსური და იურიდიული კუთხით.
მანამდე, 3 წლის განმავლობაში წარმატებით ვმოღვაწეობდი აუდიტორულ სფეროში.
ჟანა მაჩალაძე: პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორსო ურთიერთობების განხრით და ასევე პოლიტიკოსი, წლებია, რაც ამ მიმართულებით მიცნობს საზოგადოება.
მართალია ფართო მასშტაბით არა, მაგრამ თქვენი მეშვეობით, როგორც პოლიტიკოსი, გავახსენებ საზოგადოებას თავს.
სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?
ერთმანეთი გასული წლის დეკემბერში გავიცანით, დიმიტრისთან ჩემი ბიზნეს-გეგმით მივედი, მცირე საწარმოს დაარსება მინდოდა და ახლაც არის გეგმაში. ჩემი ინიციატივა იყო, რომ ერთმანეთს დავხმარებოდით და შემდეგ ძალები გავაერთიანეთ. დიმას პოლიტიკაში მოსვლა უნდოდა და ამაში დავეხმარე, სტიმული მივეცი. საბოლოოდ, მე ბიზნესში შევედი, დიმა პოლიტიკაში წამოვიდა.
პირველ რიგში, კარგი მეგობრობა გვაკავშირებს და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს აზრობრივად ვემთხვევით. შრომა, საქმის კეთება და სხვისი დახმარება ორივეს ძალიან გვიყვარს.
კარგია, როდესაც საერთო იდეის და ენის ადამიანს იპოვი. ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვისაც კარგია. ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვართ, მეგობრულები და შემდეგ პარტნიორები. ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ – შენია-ჩემია აქ არ არის. თუ ჩვენ ერთმანეთის გატანა შეგვიძლია, ნიშნავს, რომ შეგვიძლია საზოგადოების დახმარებაც.
რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა:
დიმიტრი: უკვე 17 წელია, ორ პოლიტიკურ ძალას ვხედავთ და დროა, ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს ახალი, სუფთა ძალა.
დავიღალეთ ამ ორპოლუსიანი პოლიტიკური კლოუნებით და ახალი სისხლის შემოსვლის დროა. მე, როგორც ეკონომისტი, ეკონომიკაში უამრავ პრობლემას ვხედავ და მზად ვარ, ამის გამოსასწორებლად. ვაპირებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
როცა მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. რადგან რეალურად საკმაოდ დიდი ბიუჯეტი გვაქვს, ასევე საერთაშორისო დონორები – უამრავი ორგანიზაცია გვეხმარება.
ჟანა: საქართველოში არსებული პრობლემები ყოველთვის მაწუხებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესია საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ავირჩიე და გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაში ფეხი შემედგა.
კერძო მიზანი ჩემი პოლიტიკაში ყოფნის ქალთა უფლებების გაძლიერებაა. რადგან ქალები მმართველები, მეტად თავდაჯერებულები გახდნენ. დამოუკიდებლები, მაგალითად როგორიც მე ვარ. თავდაჯერებულობა საქმესთან ერთად მოდის. ქალი სუსტია – ეს ჩემთვის წითლად გადახაზული ფრაზაა.
– რა ფორმით მიიღებთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას – ხომ არ გეგმავთ პარტიის დაფუძნებას
დიმიტრი: არჩევნებში მონაწილეობას რომელიმე პარტიასთან ან ბლოკთან ერთად ვაპირებთ. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს დროში ზუსტი პასუხი გვექნება.
გამორიცხული არ არის, რომ დამოუკიდებელ მაჟორიტარებად გვიხილით.
ჟანა: მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე პარტიასთან გვაქვს, ახლაც მიდის შეხვედრები. ჯერ ვერ დავაკონკრეტებთ.
კონკრეტიკა არ მინდა: საზოგადოებამ უკვე იცის, სად და როგორ ვიყავი. არჩევნებზე მეორედ გავდივარ, 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნები იყო, ახლაც წარბიც არ შემიხრია, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მივიღე. პირადად მე, დიდუბის რაიონში ვიყრი კენჭს. ჩემს ერთგულ ამომრჩევლებს ვერ ვუღალატებ, ისინი მიცნობენ და ვიცი მათი პრობლემები, ყველა ქუჩა. უამრავი შრომა მაქვს ჩადებული.
დაასახელეთ პროექტები და გეგმები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავთ:
ჟანა: ბევრი პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა პანდემიის გამო რაღაც გემები ჩაგვეშალა როგორც ყველა ადამიანს და სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი განვითარება, რომელიც პოლიტიკურ პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. გვაქვს აკადემია, სადაც ენების: რუსული, ინგლისური, გერმანული, ესპანური და თურქული ენების სწავლება მიმდინარეობს. ასევე, ვმუშაობთ ტრენინგების მიმართულებითაც.
დიმა უცხოელების კონსტალინგის, ე.წ სუპორტის მიმართულებით მუშაობს, რაც ფინანსურ, იურიდიულ და გასაგადასახო კონსლუტაციას გულისხმობს.
დიმიტრი: რეფორმები სოფლის მეურნეობაში, საგადასახადო და შრომის კოდექსში, რეფორმები განათლების სფეროში, რეფორმები სამშენებლო ნებართვის მოპოვების წესში, რეფორმები საჯარო სექტორში – ესაა ჩემი მთავარი გეგმა.
პირობითად, სოფლის მეურნეობის სფეროში ბიუჯეტი კონკრეტული მიმართულებით უნდა გამოიყოს, არ მომწონს მეღვინეობის სუბსიდირება და ეს თანხა შეიძლება ინფრასტრუქტურასა და განათლებაში დაიხარჯოს. თუნდაც ამ ფულით უცხოელი ექსპერტი ჩამოვიყვანოთ.
სამშენებლო სფეროში შეგვიძლია ნებართვის გაცემის წესი გავამარტივოთ და ვადა უფრო მცირე იყოს, რადგან ნებართვის მოპოვების გაწელვის გამო უამრავ ინვესტორს ვკარგავთ. ბევრი სსიპ-ი და ა(ა)იპ-ი საქართველოში უმოქმედო და უფუნქციოა და გაბერილია შტატები. არ არის საჭირო 300 000 ადამიანის მუშაობა, ეს გადასახედია.
გამოწვევები დღევანდელ პოლიტიკაში…
ჟანა: მინდა საგარეო ურთიერთობების დალაგებაში შევიტანო წვლილი. ჩვენს ქვეყანას მეტ-ნაკლებად აქვს ფართო ურთიერთობა ევროპის წამყვან ქვეყნებთან. გვაქვს 3-თვიანი ვიზები, მეგობრული ურთიერთობა, თუმცა არ გვაქვს საგარეო პოლიტიკა. აქ ბევრი ფაქტორი მოიაზრება: ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაცვლა, კულტურული, ეკონომიკის, განათლების თვალსაზრისით. ყველაფერი უნდა გამრავალფეროვნდეს, მეტი კავშირი დამყარდეს საელჩოებს შორის. არა მარტო ტურიზმი, სხვა ბევრი საერთაშორისო სისტემაში მქონე სისტემები უნდა დარეგულირდეს.
საგარეო პოლიტიკაზე ნაკლებად საუბრობენ, რადგან ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის ფონზე, „დრო არ რჩება“, თუმცა დრო საკმარისია, უბრალოდ კარგი დიპლომატები არ გვყავს, ბუნებრივია, ყველაზე არ ვსაუბრობ. არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ მინდა ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დავეხმარო. გულსატკენია, როცა ქუჩაში უამრავი ხელგამოწვდილი ბავშვი, მოხუცი და ფეხმძიმე მხვდება.
როგორც ქალს, პოლიტიკაში დაბრკოლება და დისკომფორტი თუ შეგქმნია?
რა თქმა უნდა, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად თავდაჯერებულობაც მატულობს. ბევრი მცდელობა ყოფილა, რომ კუთხეში და კარის უკან ვმდგარიყავი, ეს მხოლოდ საქართველოს სისტემური პრობლემა არ არის. ეს ამერიკაში და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ხდება. პირდაპირ არაფერს მეუბნებოდნენ – კარგი ადამიანი ხარ, პიროვნება მაგრამ…. არა. „მაგრამ არა-მ“ დიდი ძალა მომცა და მინდა, სხვა ქალებსაც დავეხმარო მსგავსი პრობლემის აღმოფხვრაში.
რა არის საჭირო გზის გასაკვალად:
შრომა, შრომა და შრომა. მთავარია სულიერი დამოუკიდებლობა. თუ შინაგანად არ ხარ მყარი, მალე გატყდები. ენთუზიამი, განათლება და რაღა თქმა უნდა, ადამიანობა.
რაც შეეხება ცხოვრების სტილს და ჰობს…
ჟანა: ჩემთვის ეს ჯანსაღი ცხოვრებაა. კვება, ვარჯიში, ცურვა, ამით ყოველდღე ვკავდები. თავისუფალ დროს წიგნს ვკითხულობ, ბოლოს ქეით ჩოპინის „გამოღვიძება“ წავიკითხე. ფემინიზმეა. ძალიან საინტერესოა, სხვებსაც ვურჩევ გაეცნონ.
მიყვარს მოგზაურობა, ძირითადად საბერძნეთს ვსტუმრობ ხოლმე, რადგან ოჯახი იქით მყავს.
დიმიტრი: ჩემი ჰობი ფეხბურთია. ამ მხრივაც მაქვს გარკვეული გეგმები, შეგვიძლია, ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო განვავითაროთ.