აბააა ბიჯო! პოლიტიკა რა შუაშია მანდ?!
ჯერ ერთი ლგბტ სად ნახე მაგ სიუჟეტში. ლგბტ კიარა, ოჯახი მყავსო, და მთელი სტრესი გადავიტანეთ ხმებს მივრცელებენ და ქუჩაში ვერ გამოვსულვარ ექვსი თვეაო, მაგრა მკიდია რას გამივრცელებენ რადგან მანამდე ვისზეც იძალადა იმ ოთხს რომ პირში წყალი არ ჩაეგუბებინა, მე არ აღმოვჩნდებოდი ახლა მსხვერპლიო. სხვა რომ არ აღმოჩნდეს კიდევ მსხვერპლი იმიტომ გავახმაურე ჩემი ამბავი და არ გავჩერდები რომ სხვასაც იგივე არ მოუვიდესო.
მეორეც, ე. ი. "ლგბტ" რომ იყოს, პოლიციელმა ცემით და იარაღის მუქარით უნდა გააუპატიუროს?!
მესამეც, პოლიტიკა იმ შუაშია რომ რაღაცა დადგმულ ვიდფეოებს დღემდე ატრიალებთ და, აგერ რეალურ ფაქტზე ყველაფერს ჩალიჩობთ რომ გამოძვრეს და გაპრავდეს.
რამდენი ვიღაცა ურევია ამ დანაშაულებრივ ჯაჭვში,
- პოლიციის განყოფილება რომელიც 5 საათი სახლში არ უშვებდა რომ დამნაშავე გაეფრთხილებინათ და რამე მოეფიქრებინათ გამოსაძვრენად,
- პროკურატურა რომელმაც ჩვენებები არ აიღო და რამდენიმე კვალი დაიკარგა,
- ადვოკატი რომელიც პროკურატურასთან ერთად მის ადვოკატად გაეცნო და პროკურატურისთვის საპროცესო გარიგებაზე ეჩალიჩებოდა, თურმე დამნაშავის ადვოკატი ყოფილა
- ექსპერტიზა რომელმაც ექსპერტიზა გაუჯანჯლა და არ დაუნიშნა რითაც რამდენიმე კვალი იქაც გაქრა,
- მოსამართლე რომელიც იავნად ბრალდებულის მხარეზე იყო და არც დაცვის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამოხტომები აღკვეთა სანამ ამას აფექტი არ დაემართა და არ იღრიალა, და რამდენიმე ბრალდების საკითხი დააიგნორა.
ამ შუაშია პოლიტიკა. ესაა ქოცების სისტემა. ჯერ ყველანაირი უკუღმართობის ჩადენა და მერე მთელი მექანიზმის ამუშავება დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად.
ტიპმა 8 საქმე მაქ მოგებულიო, გარკვეული იყო საკითხებში და მაინც რამდენი რამე გაუჩალიჩეს და ეს რო რიგითი მოქალაქე ყოფილიყო ხო შეტენიდნენ პოლიციელი შეაცდინეო და იქეთ დაიჭერდნენ?!
This post has been edited by picpic on 18 Jun 2020, 03:25