ვინ იყო ეს ნარიმან ნარიმანოვი და რა ჰქნა ამ მერმა (დარგლამა), ძეგლი დაუდგა თუ რა?

არნეულის ეპისკოპოსის თქმით, ზაურ დარგალის პარლამენტში შესვლას ხელს შეუშლის
21:56 ივლისი 26, 20201 წუთში წასაკითხი
მარნეულის ეპისკოპოსის თქმით, ზაურ დარგალის პარლამენტში შესვლას ხელს შეუშლის
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი დღეს საკვირაო ქადაგებაზე მარნეულის მერის ზაურ დარგალის, მმართველი პარტიის მიერ, დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის ამბავს გამოეხმაურა.
მეუფეს განცხადებით ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანს პარლამეტში შესვლას აუცილებლად ხელს შეუშლის.
„ჩვენ უახლოესი სამი თვის განმავლობაში, უდიდესი შეურაცხყოფა ვიხილეთ სახელმწიფოებრივი სინდისის და ღირსების შელახვა, როდესაც ქალაქის მერმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც მან რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამარღვეველის, ნარიმან ნარიმანოვისა.
როდესაც მე მას მივუთითე, ეს შეცდომა გამოესწორებინა, პირიქით მოხდა. ამისთვის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც საკრებულოსაც მიმართა, თუმცა საკრებულომ დღის წესრიგში ეს საკითხი არც კი დააყენა რომ მიეღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამის ნაცვლად მივიღეთ როგორი პასუხი?! პიროვნებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, რომელმაც ჩვენი ეროვნული ღირსება შელახა, ჩვენმა მმართველმა პარტიამ, ეს კაცი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა, თითქოს ამ დამნაშავე ადამიანმა, უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი ხმა მიიტანოს.
ჩემს სამწყსოს ვისაც ესმის ჩემი ხმა იმათ მივმართავ, ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას ვიხსნი და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის.
2012 წელს როცა ხელისუფლება მოვიდა, ერთ-ერთი პირველი პირობა იყო სამართლიანობის აღდგენა, ეს არის სამართლიანობა?! ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს, კანონის უზენაესის გარანტი, თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია. ჩემი დევნა ამაზრზენი პროვოკაციული მეთოდებით დაიწყეს.
მე ვაცხადებ თუ ჩემი გაჩერება გინდათ, პირდაპირ შეგიძლიათ მესროლოთ ტყვია, არც ის ტყვია არ გამაჩერებს, სანამ ამ უსამართლობას და უსინდისობას ბოლო არ მოეღება“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.
https://ptn.ge/marneulis-episkoposis-thqmit...4GWPfWpIM3qhBo4