გამარჯობა მინდა ჩემი ერთი უცნაური სიზმრის შესახებ გიამბოთ იქნებ იცოდეთ პასუხი ან ახსნა რადგან ყველაფერს აქვს ახსნა :/
ესეიგი დამესიზმრა ასეთი რამე:
სრულიად უმიზეზოდ ვარ ეზოში მშვილდით და ვხედავ როგორ დაფრინავს ორი არწივი ან ქორი ცაში მინდა რომ ვესროლო მშვილდი და მოვკლა (რატომ არვიცი)
მაგრამ ძალიან მაღლა დაფრინავს და ვხვდები რომ იმ სიმაღლეზე ვერ მოვკლავ ამიტომ ველოდები როდის ჩამოვა ქვემოთ.
სანამ ამ არქივს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მეორე უკნიდან მოფრინდა და ჩემს წინ დატრიალდა რა დროსაც თავზე უნდა გადაევლო მოვზიდე მშვილდი და ვესროლე ფრთაში მოხვდა და ჩამოვ არდა როდესაც ჩამოვარდნილი არწივი/ქორი ხელში ავიყვანე ფრთის ქვემოთა მხარე ადამიანის კანის ფერი ჰქონდა და ზედ ეშმაკის ბიბლია ეწერა კიდევ რაღაც უცნაური ნიშნები ჰქონდა :/ როგორც წესი სიზმრები იშვიათად მამახსოვრდება ხოლმე მაგრამ ეს ჯერ კიდევ მახსოვს შესაძლოა სულელური სიზმარია რომელიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია მაგრამ იქნებ რამეს ნიშნავს? :/ იქნებ იცოდეთ.
მადლობა ყურადღებისთვის
მიმაგრებული სურათი