გაუმარჯოს.
გამორიცხულია ისეთი ვარიანტის სტანდარტული შესაბამისი სიმძლავრის UPS-ის შერჩევა რომელიც 300 ვატ დატვირთვაზე გაძლოს 2-3 საათი ზედიზედ..... ალბათ უნდა აიღო სადღაც 5 KVA სიმძლავრის UPS რომ 300 ვატზე იმუშაოს 2 საათი.... ასეთები გაცილებით ძვირი ღირს

მოკლედ უნდა ააწყობინო ვინმეს, მე აგიწყობდი მაგრამ მე არ მცალია სექტემბრის ბოლომდე, სხვა საქმეზე ვმუშაობ დაკავებული ვარ.
ჯერ ერთი ყველა სტანდარტულ UPS-ს აკუმულიატორი ისეთი უდგას შიგ რომ მაქსიმალურ სიმძლავრე რაც უწერიათ ბირკაზე ეს სიმძლავრე დაიკავოს მან 3-5 წუთი, ( ეხლა ვთქვათ 400 ვატიან UPS-ზე თუ დატვირთვას მიცემ 100 ვატს ეხლა 5 წუთზე მეტხანს დაიჭერს, ამიტომ დავწერე ზევით 5KVA UPS გინდა მაშინ მეთქი 300 ვატზე 2 საათი რომ გაQაჩოს. ) რომც შეცვალო აკუმულიატორები და ჩასვა შიგ ძლიერი ან მიუერთო გარედან სხვა მერე მისი დამუხტვა არის პრობლემა რადგან ის დასამუხტის სქემა რაც აქვს სტანდარტულ UPS-ებს მხოლოდ გათვლილია იმ აკუმულიატორებზე რაც დევს შიგ, ძლიერს თუ ჩააყენებ ვერ დატენის ალბათ მთელი კვირა და შეიძლება საერთოდ ვერც დატენოს.... გარდა ამისა შესაცვლელია ტრანსფორმატორიც, მაგალითად 600 VA სიმძლავრის UPS-ებში რა ტრანსფორმატორიც დგას მისი სიმძლავრეც გათვლილია ისე რომ მან მითითებულ მაქსიმალური სიმძლავრეს გაუძლოს ჰა-ჰა 5 წუთი.... მეტ დროს ამუშავებ გადაცხელდება და დაიწვება ... თუ ეხლა 50 ვატით დატვირთავ მასინ მისი ტრანსფორმატორი დღე და ღამეც კი გაძლევს ასეთ დატვირთვაზე. ასევე ტრანზისტორის რადიატორები არის პატარა რაც დგას შიგ..... აქედან გამომდინარე რასაც შენ ითხოვ მაგისთვის დაგჭირდება 5 KVA და მეტი სიმძლავრის სტანდარტული UPS რომლებიც ათასები ღირს, ხოლო იგივე პარამეტრების მოთხოვნით აწყობილი UPS კიდე გაცილებით იაფი გიჯდება და ამუშავებ ნებისმიერი მანქანის 12 ვოლტიან აკუმულიატორზე, თუ დაუყენებ უფრო ძლიერ აკუმულიატორს 2 საათსაც გაქაჩავს და 5 საათსაც და მეტსაც გააჩნია აკუმულიატორი რა ამპერაჟის იქნება ასევე მნიშვნელოვანია მისი ხარისხი რა ბრენდია....
მე გაგარკვიე ნიუანსებში დანარჩენი შენ გადაწყვიტე რა და როგორ გირჩევნია....
სტანდარტული პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი UPS ები არ არის გათვლილი ხანგრძლივ მუშაობაში აკუმულიატორზე. ამიტომ შიგ დაპატავრებულია ტრანსფორმატორიც, აკუმულიატორიც და ის რადიატორებიც რაც აგრილებს ტრანზისტორებს, მატი პრინციპია მისი მაქსიმალური სიმძლავრეზე 3...5 წუთი იმუშაოს აკუმულიატორზე გადასვლის შემთხვევაში.
* * *
300 ვატი 12 ვოლტზე 25 ამპერი გამოდის, შენ ამბობ რომ გჭირდება გარანტირებული 2-3 საათი იმუშავოს. ვთქვათ 3 საათი.... აკუმულიატორი დაახლოებით დაგჭირდება 12 ვოლტიანი 100-120 ამპერ/საათიანი კარგი ბრენდის. უბრალო იაფიანი ბრენდი იტყუება მონაცემებში და თუ აწერია 100 ამპერი სინამდვილეში შეიძლება აღმოჩდეს 60 ამპერიანი...
This post has been edited by procesora on 22 Aug 2020, 20:20