ბევრი ვიფიქრე გუშინ ღამე და ამ დილით ის თემაც გადავიკითხე.
მოკლედ, ასეთი დასკვნა გამოვიტანე:
ისედაც ძალიან, ძალიან ძააალიან საბრალონი და წაქცეულები ხართ ცხოვრებაში და მე კიდე წაქცეულზე წიხლს გაჭერთ.
ახლა არ იუკადრისოთ და არ თქვათ, ამ ბავშვს მართლა ჰგონია, რომ გვაბულინგებსო. რასაც გურაბეს, პოისონაივის, კაიფისტკას და სხვებს ვეუბნებოდი, მართლა ბულინგი იყო, მწარე ბულინგი, მიუხედავად იმისა, რომ მიზანი კეთილი მქონდა.
აი, "რას მიქვიან ტკბილი სიტყვა" პოზიცია რომ მეჭირა, ახლა მივხვდი, რომ ეს მიდგომა ყველასთან არ ჭრის, რადგან ყველას არ აქვს ჩემსავით მყარი ფსიქიკა (არადა ეს მყარი ფსიქიკა მე სხვებისგან სწორედ ეგეთი დამოკიდებულებით ჩამომიყალიბდა) და მერე კიდევ ის, რომ თქვენ ძაააალიან საბრალონი ხართ

და დაუშვებელია ამ მეთოდის თქვენზე გამოყენება.
მართალია, ზოგს ეჩვენება, რომ ჩემს თავზე ძალიან ბევრს ვიღებ, მაგრამ არ მადარდებს, ამ საქმიანობას ისევ გავაგრძელებ, ოღონდ სხვა მიდგომით. და მაგ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რომ არ გაგიჩნდებათ განცდა, ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე, ნეტა ვინ ეკითხებაო.
ისე, მე მაინც მგონია, რომ "რას მიქვიან ტკბილი სიტყვა" უფრო ამართლებს".
This post has been edited by ბანჯოო on 13 Aug 2020, 10:51