ნანა დევდარიანი ცსკო-ს მეთაური გახდება
9/08/2020 - 13:08
1 2 minutes read
პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციაში ეჭვს ბადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადებს არ არღვევს და ცსკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე ეუთო-სა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან: პარლამენტის წევრ რატი იოთანაშვილს, ალეკო მარსაგიშვილს და ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს.
“ნანა დევდარიანი ღირესული პიროვნებაა, აქვს დიდი გამოცდილება დამოუკიდებლად მუშაობის, გააჩნია პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. აქ გასათვალისწინებელია საზოგადოების ცენზი და ეუთო-სა და ევროსაბჭოს ელჩების დადებითი შეფასებები. დარწმუნებული ვარ, ნანა დევდარიანი გახდება ლიდერი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თუმცა, წარსულში სოციალისტურ პარტიაში ნანა დევდარიანის ყოფნის ფაქტი ოპოზიციის რიგებში ამ კანდიდატურის მიუკერძოებლობის კუთხით ეჭვებს ბადებს.
პროფესიით ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა პოლიტიკაში სახელი “სოციალური პარტიის” რიგებში მოიხვეჭა. იგი პარტიის ერთ-ერთ აქტიურ წევრად ითვლებოდა. იყო პირველი მოწვევის თბილისის საკრებულოს მდივანი, შემდეგ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი. 2000 წელს კი პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სახალხო დამცველად, რის გამოც დატოვა სოციალისტური პარტია.
“ვეცდები არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად ჩავატარო. არავის მივცემ იმის ფიქრის საშუალებას, რომ რომელიმე პარტიის ინტერესს ვითვალისწინებ, მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხალხის ინტერესებით იქნება განპირობებული”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა პრესკონფერენციაზე.
სწორედ სოციალისტურ პარტიასთან სიახლოვის გამო უარყოფით შეფასებას აძლევენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები, თუმცა, პირადად ნანა დევდარიანის მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი.
“ამ დანიშვნით არაფერი ახალი არ მომხდარა. სახელისუფლებო ბლოკს კიდევ ერთი წევრი შეემატა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.
“სამწუხაროა, რომ მთავარი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებული პირი დაინიშნა. მთავარი მოთხოვნა კი სწორედ აპოლიტიკური პირის დანიშნვა იყო”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.
“პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნანა დევდარიანის პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ რამდენად ნეიტრალური იქნება გადაწყვეტილების მიღებაში არ ვიცით”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
“ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურ ხასიათას ატარებს, რადგან ის სახელისუფლო ბლოკში შემავალი პარტიის წევრი იყო. ამან განაპირობა მისი დანიშვნა. მეც რომ ვიყო მის ადგილას, ასეთ შემთხვევაში მაინც ჩემი პარტიის ინტერესებს გავითავლიწინებდი, თუმცა, ვნახოთ მომავალში რა მოხდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქალბატონის მიმართ ცუდის თქმა არ მჩვევია, მაგრამ ნანა დევდარიანი ოცნების გარმოცვასთან ასოცირდება. თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არჩევნები ეუთოს ზედამხედევლობით ტარდება”, – განაცხადა ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერმა შალავა ნათელაშვილმა.
“ჩვენი პოიზიცია ასეთია – ყველასთან შევძლოთ თანამშრომლობა, ვისაც რეკომენდაცია ეუთო-მ გაუწია, თუმცა გვყავდა ისეთი კანდიდატებიც, რომლებსაც პირადად ვუჭერდით მხარს. ნანა დევდარიანი ღირსეული პიროვნებაა და ვფიქრობთ, შეძლებს დაკისრებული მოვალეობის სამართლიანად შესრულებას”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
ოპოზიციის და ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელთა სიმპატიები დანარჩენი ორი კანდიდატის ვახტანგ ხმალაძესა და დავით უსუფაშვილის მიმართ იხრებოდა, თუმცა ნანა დევდარიანის დანიშვნის გამო ისინი პროტესტის გამოხატვას არ აპირებენ და სახალხო დამცველის პროფესიონალიზმსა და ობიექტურობას ენდობიან.
დავით უსუფაშვილს და ვახტანგ ხმალაძეს ასევე დადებითად აფასებს ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ვახტანგ ხმალაძეს ერთ-ერთი პარტიის წევრობის გამო იწუნებს დავით უსუფაშვილს კი მისი ახალგაზრდობის გამო.
“ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. ნანა დევდარიანისთვის შეიძლება სრული ნდობის გამოუცხადება. იგი დამოუკიდებელ ფიგურად სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩამოყალიბდა და ამიტომ შეძლებს ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას”,- აცხადებს დავით უსუფაშვილი.
უნდა აღინიშნოს ის, რომ სამი კანდიდატიდან არცერთი არ ფიგურირებდა იმ 25 კანდიდატის სიაში, რომელიც ერთი კვირის წინ ეუთოს წარმომადგენელს ლივიუ ბოტასა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელს პლემენ ნიკოლოვს წარუდგინა ქართულმა მხარემ. მათი სიაში ჩასმა მხოლოდ პრეზიდენტთან, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ მოხდა.
ძველი ცსკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნანა დევდარიანის ოფიციალური დანიშვნა ორ დღეში, არა უგვიანესს 11 აგვისტოსი მოხდება, 20 აგვისტოს კი კომისია პირველ სხდომას ჩაატარებს.
ე. ქალდავა, სივილ ჯორჯია
tserovnis meri გილოცავ
This post has been edited by SPLIYVI on 9 Aug 2020, 13:31