თავიდან ჩხუბისა და აყალმაყალის ხმებმა გამაღვიძა. მეთქი ჯანდაბა, კიდევ ერთი ###ობა დღე გათენდა.
მაგრამ მერე პოლიცია და სასწრაფო მოვიდა და გადაწყდა, რომ ჩემი ძმა ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ და გაესინჯა ექიმს.
ყველა წავიდა, მე ავდექი, ვისაუზმე, მოვწესრიგდი
მერე მამაჩემი მოვიდა ჩემი ძმის ნივთების წასაღებად და ასე თქვა, 1 კვირით აწვენენო
ჩემზე ბედნიერი მგონი იმ წუთას არავინ იყო მთელ დედამიწაზე.
შევედი ჩემი ძმის ოთახში, ფანჯრები გავაღე, გავანიავე
სველი ტილო ავიღე და კომპი და კომპის მაგიდა კარგად გავწმინდე.
კლავიატურიდან ჩემი ძმის ბანჯგვლები გამოვყარე
მოკლედ, ყველაფერი დავაწკრილე
ახლა მუსიკა მაქვს ჩართული მაღალ ხმაზე და ძალიან ბედნიერი ვარ. როგორ მობეზრებული მქონდა ყურსასმენებში მოსმენა და მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა მენატრებოდა.
წარმოგიდგენიათ? 1 კვირა შემიძლია ფილმების ყურებაში გავატარო... როგორ მენატრებოდა კომპთან ჯდომა და ფილების ყურება....
როგორი ლამაზი დღეა

და რამდენ მაგარ ფილმს შემიძლია ვუყურო და რამდენი ცოდნა მივიღო.
ძააალიან ძალიან ბედნიერი ვარ
აბა კარგად, ძმდებო
ამას ვუსმენ ძალიან მაღალ ხმაზე და ვცეკვავ და ძალიან ბედნიერი ვააააააააარ
This post has been edited by ბანჯოო on 9 Aug 2020, 11:15