კაროჩე მამაჩემის მეგობარი ქალია რა ერთი. მაგარი დამა ქალია წვრილ გრძელ სობრანიეს ეწეოდა, მარტო რო დავრჩენილიყავი, მოვპარავდი
ხოდა მოკლედ მაგ ქალმა დაგვპატიჟა ამ საღამოს თავისთან ჩაიზე
ხო, ისე, ეგ ქალიც მკითხავ-მჩხიბავი ვიღაცაა
ახლაგარდა გოგო ჰყავს, შვილი, ავად არის ფსიქიკურად, მაგრამ სვამს წამლებს და სახლში მკურნალობს. ჰყავს თავისი ფსიქიატრი
ჯერ საერთოდ ვერ ვიცანი ეგ გოგო. შარშან ზაფხულში სუსტი იყო ჩემსავით, ახლა კიდე ძალიან მსუქანი. ალბათ წამლებმა გაასუქა
ვაიმე, დამშოკა, ძალიან უცნაური იყო
დალაგებულად კი არ საუბრობდა... ერთმანეთში ურევდა სხვადასხვა თემას...
შავი ჰიპნოზი დამადესო... თავი მქონდა ჩაკეტილიო
ძალიან დიდ აივანზე ვისხედით, თან წვიმდა და ჭექა-ქუხილი და ელვა იყო
და უცებ ამბობს: ეშმაკს ვხედავდო და კაკრას დაიქუხა
ძაააან შემაშინა ბიჭოოო
ხმა არ ამომიღია და რაღაცებს მაბრალებდა... მგონი სმენითი ჰალუცინაციებიც ჰქონდა..
სულ თავისთვის ლაპარაკობდა
და შვილი ჰყავდა, ბიჭი, 7 წლის
ეგ ბავშვი ცალკე მშოკავდა
მგონი არავინ აქცევს მაგ ბავშვს ყურადღებას, კომუნიკაციის ნაკლებობა აქვს და ვიდეოთამაშები რეალობა ჰგონია
დინოზავრმა ხო არ გიკბინაო და აუ კაროჩე ძაან გაუგებრად მელაპარაკებოდა
ძაან შემეცოდნენ

ახალგაზრდა გოგო რო ესე ავად ხარ და შენს პატარა შვილსაც რო აუბედურებ..
მოკლეედ რაააა
ჩემი ძმაც მეცოდება ახლა
წესიერი ფსიქიატრიული საავადმყოფო რომ გვქონდეს და ნორმალური თერაპიები და კურსები ტარდებოდეს, კიდევ ხო, მაგრამ მაგათი მკურნალობა ის არის, რაღაც რომ მოუვლის პაციენტს და იმ წუთში რომ გაუკეთებენ რაღაცას და იმ მომენტისთვის აღმოფხვრიან პრობლემას...
ძაან არეულად ვწერ. ბევრ რამეზე ვფიქრობ