ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა თბილისში დაიჭირა მელა, რომელიც ვაკეში ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა. ამის შესახებ Facebook-ზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია წერს. მან სოციალურ ქსელში „დამნაშავის“ ფოტოც გაავრცელა.
„ეს ,,არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი. ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?
-ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
-სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა
ეს ოინბაზი კი ,,დაატუსაღეს", მაგრამ თანამზრახველიც ჰყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით.
პ.ს ისე სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?“ - წერს ლომჯარია.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტი გერმანიაშიც დაფიქსირდა. იქ, ბერლინში ბინადარმა მელამ ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლებს 100-მდე ფეხსაცმელი მოჰპარა.
https://imedinews.ge/ge/tabloidi/156513/vak...tsmels-iparavda
ვეიკელი მელია
მძიმე თემებიდან ცოტა განტვირთვა არ გაწყენდათნ
This post has been edited by Free_World on 11 Aug 2020, 03:53