ემოციური ადამიანია, თუმცა არ ამჟღავნებს, თბილი და რომანტიული, უყვარს ლამაზი ადგილები და მომენტები, სამართლიანია, არასოდეს იღებს ადამიანისგან იმდენს, რასაც უკან არ/ვერ დაუბრუნუბს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს მაინც, რადგან საშინლად არ უყვარს ვინმესთან ვალში ყოფნა, განა იმიტომ რომ რომ ვალდებულად თვლის თავს

თავისი სექსუალურობის გამოყენება კარგა ხანია ისწავლა და კაცებს საკმაოდ ურთულებს ცხოვრებას, რადგან არც ერთ მათგანს სერიოზულად არ უყურებს. ამიტომაც ადვილად მოიპოვებს დომინანტურ პოზიციას ურთიერთობებში, პარტნიორთან დიდი ალბათობით აგრესიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს "my way or highway"
ამის საშუალებას ადრეულ ასაკში გადატანილი მძიმე განშორება აძლევს. გაცივდა და ნდობა დაკარგა კაცების მიმართ, რათქმაუნდა იზიდავს ისინი და არ გაკლია ყურადღება, მაგრამ სიახლოვეს არავის უშვებს, ეშინია ისევ ენდოს ვინმეს. გაცრუებულ ნდობას და იმედებს მოყოლილ მრისხანებას სხვა კაცებზე აფრქვევს, ქალი ვამპირია

, თავს აწონებს ლაღი ბუნებით, უშუალობით და ბავშვურობით, შემდეგ კი უყურებს როგორ ერევათ გონი, გიჟდებიან მასზე და ამით საკუთარ ეგოს კვებავს, მაგრამ ეს არ უვსებს იმ ტრამვის მიერ თავისი თვითშეფასებისთვის მიყენებულ ზარალს.
არა ენდობა კაცებს, ძირითადად დომინირებს მათზე, სადღაც სადისტური გამოვლინებებიც ექნება, დარწმუნებული ვარ კმაყოფილი ღიმილი გადაჰკრავს ხოლმე, როცა ხედავს მის გამო ბიჭი როგორ იტანჯება
აღარ გამაგრძელებინო იცოდე