მოკლედ
ჯერ ხო იმედი რეალობიდან განს გასული ტელევიზიაა, ამაზე აღარ ვდაობ
მაგრამ ასეთი სიუჟეტების კეთება ნამეტანია
ჯერ არაკომპეტენტურობა, მერე შეთითხვნა და მხოლოდ სისხლებზე და 18+ სცენებზე საუბარი. ანიმეს უაზრო დემონიზება
მაგას რომ თავი დავანებოთ, მშობლის ბრალეულობის ანიმეზე გადატანა
70 წლის "ფსიქოლოგის" მიერ ანიმეს განმარტებები, სასაცილოა თუ სატირალი, აღარ ვიცი. ტიპმა ანიმეშნიკები აუტისტები ხართო
და ამ სიუჟეტს უშვებს არხი, რომელიც 24/7-ზე თურქულ სერიალებს აჩვენებს და მართლა ხალხს აყლევებს
პრობლემა დაილია ქვეყანაში და ანიმეზე აკეთებენ დებილურ სიუჟეტებს, ისე რომ არც ჟანრი გაურჩევიათ რა რომელი ასაკის ზღვარზეა გათვლილი.
ერთი ის მაწყნარებს რომ კომენტარებში ყველა აჯვამს
ყურებისას შეეცადეთ გული არ აგერიოთ