ბოლოს სრული ვერსია და მანამდე ტრეილერები:
.........
პაპაჲ ბაღთან რო ჩაივლი,
ერთი მოხუცი ზისო,
ჭაღარით, თეთრი ულვაშით,
ხელ-ჯოხი შვინდის ხისო,
.........
მუდამ კი ქარად დასდევდა,
კრედო და წესი თანაო:
მართალი ვიყო ოღონდაც,
საკუთარ სინდისთანაო.
.........
მზემ დაისისკენ დასინა,
პლატფორმას უთმობს მთვარესა,
დღე არენდერებს ტრანსპარენტს,
საღამო კი ვარსკვლავებსა.
პატარა ბიჭი მოთამაშ-ხელ-თოფობს
ტრასის ნაპირზე,
ტყვიები ღმერთს არ უქნია –
მისაკრობები აქვს პირზე,
..........
ამას შეესწრო ჩეგერა,
უკვე მორჩილი მყუდრისა,
ხმები კი ესმის მოხუცსა,
თვალი ვერ კარგად უჭრისა.
...........
კოჭა უმცროსი ძმა არის,
უფროსსაც უყვარს მეტადა,
აუგს არ ეტყვის არ წყრება,
გაყრად არ გაემეტა და
რამდენჯერ საყრდენად ექცა,
სვეტად შეუდგა ძმასაო,
აზარტულ ბედის თამაშში
ფული რომ გაემაზაო.
..........
ბევრ კაი კაცსაც უთქვია,
ვინც კი გულწრფელად სწუხსაო:
ჯანიჩ, დაფიქრდი ნუ უწევ
დათვურსა სამსახურსაო!
..........
კოჭა იძახის: ბესიკამ
მიხედოს ეზოს საქმესა,
ფულიც მასა აქვს, ოჯახსაც
ეგ უკეთესად არჩენსა;
ჯანიჩი ძმაზედ ჯავრდება –
გულაცრუების პიკია:
ეზო ხომ მასაც ეკუთვნის –
უმადურობის ტიკია,
ფული არ მინდა, მინდა რომ
საიმედო ძმად მყოლოდე:
‘ერთი თუ სწრაფად გავრბივარ,
ორნი გავირბენთ ბოლომდე’.
...........
ძნელია ამგვარად იყო,
საბჭოთა სისტემაში,
‘რწყილისგან რომ რძე მოწველო’,
‘ნემსი ნახო თივაში’!
...........
კოჭავ ნუ მისცემ საბაბსა
ვინც ზედა მხრიდან გვიყურებს,
თორემ იმგვარად დაგვაწყობს,
ვით შახმატისტი ფიგურებს,
მერე კი ვიტყვით ჩიტები,
ჩვენ არა გვეშველებაო,
თვითკმაყოფილნი გავლანძღავთ
ვინც ჩვენი ბედით ტკბებაო;
არც ის არ არის კაცობა
უცხოთ გვიწოდონ ჰეროი
მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვთმო,
შენ კი დამიდო ლელოი!
..........
წალდს კაცის მკლავი ერბილა,
როგორც დათვის ტორს ტყავიო,
თოფმა მტევანი დატოვა,
მტევანმა კაცის მკლავიო.
..........
სისტემა იყოს რაც არის,
არ მივცეთ ჩაგვრის უფლება,
ცოცხლებს ვეღარას გაგვიგებს,
როცა მკვდრებს დაეუფლება!
..........
"ჩეგერა" - სრული ვერსიავარგა?.. არ ვარგა,.. ყურებადია.. არაა ყურებადიი ?