რონალდინიოს დროს მართლა სასწაული იყო ბარსელონა
და რონალდინიო იყო საოცარი ფეხბურთელი
მაგასთან ბევრი ვერ მივა
ულამაზესი თამაში ჰქონდა
მესი მთავარს აკეთებს რაცაა ფეხბურთში - გოლი.
"რონალდინიოს დროს მართლა სასწაული იყო ბარსელონა"-როცა ავტორი აკეთებს ხაზგასმას რომ "მართლა" სასწაული იყო იბადება ლოგიკური იდეა რომ მისი აზრით კლუბის ისტორიაში სხვა ესეთი პერიოდი ან არ ყოფილა ან ნაკლებად "სასწაული" იყო მაინც როლანდინისთან შედარებით - როცა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე რომ გუარდიოლას გაწვრთნილი ბარსელონა(რომელშიც უკვე აღარ თამაშობდა რონალდინიო) არათუ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ყველაზე შემქომედებითი და ლამაზი "სასწაული "გუნდია არამედ მთლიანად საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში .დამატებით არგუმენტად შემიძლია მოვიყვანო ტოტალიზატორის მაშინდელი ფსონებიც სადაც არც 1 გუნდს მსოფლიო ისტორიაში არ ქონია მასიურად ისეთი დაბალი კოეფიციენტი მოგებაზე სხვა საფეხბურთო გრანდების წინააღმდეგ როგორც მაშინდელ ბარსას. თუმცაღა ყველა ადამიანს აქვს უფლება ქონდეს თავისი აზრი და აჩკიპასთვისაც რონალდინიოს ჯამბაზური სტილი იმდნეად მომხიბვლელია ალბათ რო მისთვის სასწაული უფრო ეგაა და არა სხვა რამე სათამაშო კომპონენტი დავუშვათ.
"რონალდინიო იყო საოცარი ფეხბურთელი"- ნამდვილად ეს ისედაც ფაქტია
"მაგასთან ბევრი ვერ მივა
ულამაზესი თამაში ჰქონდა" -ესეც ფაქტია რომელსაც ჩემი აზრით არც ჭირდება ხაზგასმა იმიტომ რომ მინიმუმ ტოპ 20
ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სიაში შევა ყველა სტატისტიკურ გამოკითხვით თუ 10 ში(ამაში მე პირადად ძაან მეპარება ეჭვი) ან 15 ში არა . თუმცაღა ავტორი ისეთი ტიპის ხაზგასმას აკეთებს რომ აშკარად არ იგრძნობა მშრალი სტატისტიკური ინფორმაცია აქ უფრო აჩკიპას თვალით დანახული რონალდინიოს რომანტიზებული აღმატებულობის, უპირატესობის შეგრძნება იკვეთება იმ ფეხბურთელებთან მიმართებაში რომლებმაც ძალიან დიდი წარმატებას და აღიარებას მიაღწიეს ,შეიძლება ბევრის აზრით რონალდინიოზე მაგრებიც არიან ან მინიმუმ ერთ დონეზე დგანან . შემიძლია ვივარაუდო რომ მსოფლიოს ყველა ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელები ყავს მხედველობაში რომელთა რიგებშიც როგორც ზემოთ აღვნიშნე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რონალდინიო არ შედის და არ არის იმ სიმაღლეზე როგორც თავად ავტორს სურს და მიაჩნია

"მესი მთავარს აკეთებს რაცაა ფეხბურთში - გოლი." მივმართავ ავტორს: აჩკიპ ძმაო მესი ყველაფერს იმას აკეთებს ფეხბურთში რასაც სილამაზე კრეატივი "სასწაული" ქვია და ამაზე აბსოლუტურად ყველა თანხმდება მათ შორის მისი ჰეითერებიც.მესი 19 წლის ასაკში უკვე იმხელა ფიგურა იყო რომ შენზე და ჩემზე 1000 ჯერ ვატორიტეტული ხალხი ფეხბურთში გაჰკიოდნენ რო ამაზე სასწაული არაფერი გვინახავსო და თუ უკვე საუკეთესო არააო გახდებაო. ოქროს ბურთებს და GOAთ გამოკითხვებს რო თავი დავანებოთ . აქიდან გამომდინარე შენი მშრალი სიტყვები მესიზე მას შემდეგ რაც რონალდინიო ცაში აიყვანე არათუ უბრალოდ გამოხატული აზრია(რასაც ყოველთვის ხაზს უსვამ ხოლმე რო ეს ჩემი აზრია და რატო მეუბნები ბრატ ეგრე) არამედ დაკნინებაა დაუნახავობაა
უცოდინრობაა სიცრუეა და მამა-ბაბუების იმ კატეგორიისთვის დამახასიათებელი, ადრე რო ფეხბურთი უყვარდათ და ეხლა მაგისთვის სად სცხელათ მესხი მაგარი იყო კაცო ყიფიანი ზიდანს ჯობდა დილეტანტური ფრაზაა .
ეს ამდენი იმიტომ ვიტყუილუბრალოვე რომ უკვე მერამდენედ მეუბნები რომ არგუმენტები არ მაქვს და რაღაცეებს ვისვრი შენი მიმართულებით. თორე ამის მერე" მართლა სასწაულად" არ მაინტერსებს ვაფშე რას მომწერ.
ეს განცდა ისეთივე ხანმოკლე და ეფემერულია, როგორც შარდის სუნად აყროლებულ კლუბის საპირფარეშოში, ვიღაც უცნობთან, ათ წუთიანი სექსი.
(c)[b]Heart_of_Darkness[/b]