ვინც მოვა, არაყს და სიგარეტს
იახლებს,
ცოტას თუ დამაცლის — შევთვრე
და მოვწიო,
ვუამბობ ერთნაირ დღეების
სიახლეს
და მზისგან ნაცვეთი იანვრის
მოციონს
მოვუწყობ რომ ნახოს ჟანგისფრად
შემხმარი
ფიჭვების ორკესტრში მარტო ვარ ალტივით,
რაც მქონდა არ ვტირი და რაც მაქვს შევხარი,
ვარ რთულზე რთული და მარტივზე
მარტივი.
სხვის სახლში ვაჩვენებ ბუხარს
და ,,ბალკონ-ჰოლს",
ვფიცავ, რომ მექნება ღიმილი
ალალი,
ეჰ, ან ვინ მაღირსებს თუთუნს
და ალკოჰოლს,
,,საშველი არ არის, არ არის,
არ არის..."
©დიდი კაცი
მიმაგრებული სურათი