რამდენჯერ მინახია აქ თემა კიდევ ერთი თვითმკვლელობით დასრულებული აზარტული თამაშებით გაუბედურებული ახალგაზრდა სიცოცხლე
და ყველა გულზე მუშტებს იცემს აიტ ბოიკოტი იმას ბოიკოტი ამას
აქ რომ შემოდიხართ და ამ ფორუმის პოპულარობას ზრდით თქვენი აქ ყოფნით მაგაზე არ გიფიქრიათ?
გადახედეთ ფორუმს აჭრელებულია აზარტული თამაშების რეკლამებით და თქვენი აქ ყოფნით არის ეს საიტი პოპულარული
თქვენ გგონიათ Tim-ს ადარდებს ლიდერბეთმა ან კრისტალბეტმა რამდენი ახალგაზრდა მიიყვანა თვითმკლელობამდე?
ან თქვენის აზრით საერთოდ გრძნობს რაიმე პასუხისმგებლობას იმ საშინელი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის რომელიც ახალგაზრდების სიცოცხლეს სპობს?
ხოდა თუ მართლა გადარდებთ ეს თემა წესით აზარტული თამაშების პოპულარიზაციის არანაირ სივრცეში არ მიიღებდით მონაწილეობას
სინამდვილეში ალბათ ფეხებზე გკიდიათ ყველას და სპექტაკლებს დგავთ აქ ვითომ ახალგაზრდა ბავშვებზე დარდით
ასე რომ შემდეგში რომ 15 წლის ბავშვი თავს მოიკლავს ლიდერიბეთში დახარჯული ნასესხები ფულების გამო თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ გულწრფელობაზე ისე გაატარეთ როგორც ფორუმის რეკლამებს ატარებთ