sanfol
In god we trust

      
ჯგუფი: Members
წერილები: 17596
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12
|
#56737233 · 24 Aug 2020, 19:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუხლი I. გამოდის რა რსფსრ-ს მიერ გამოცხადებული პრინციპიდან - ყველა ერის თვითგამორკვევის შესახებ, თვით სრულ გამოყოფამდეც კი, რუსეთი უპირობოდ აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. მუხლი II. ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში გამოცხადებული პრინციპების თანახმად, რუსეთი აცხადებს, რომ არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. მუხლი III. 1. სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის: შავი ზღვიდან მდინარე ფსოუზე ახახჩას მთამდე, შემდეგ აგაპეტის მთამდე და იქიდან შავი ზღვის, ქუთაისისა და თბილისის ყოფილი გუბერნიების ჩრდილოეთ საზღვარზე ზაქათალის ოკრუგამდე და ამ ოკრუგის აღმოსავლეთ საზღვარზე სომხეთამდე
2. აღნიშნულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ყველა უღელტეხილი 1922 წლის 1 იანვრამდე ცხადდება ნეიტრალურად. ისინი არც ერთმა მხარემ არ უნდა დაიკავოს და გაამაგროს. მუხლი IV. 1. რუსეთი უპირობოდ ცნობს საქართველოს შემადგენლობაში შავი ზღვის გუბერნიის იმ ტერიტორიას, რომელიც III მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გადაეცემა საქართველოს და ასევე რუსეთის იმპერიის თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებს, ბათუმის ოლქს, ასევე ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგებს. მუხლი V. აღიარებს რა სამართლიანად რუსეთის მოთხოვნას, არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოში შექმნან ვითარება, რომელიც დაემუქრება რუსეთის დამოუკიდებლობას და შეუძლიათ საქართველო აქციონ რსფსრ-ს ან მისი მოკავშირე სახელმწიფოების წინააღ1. დაუყოვნებლივ განაიარაღოს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანოს: ხელშეკრულების ხელმოწერის დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ან შემდგომში მის ტერიტორიაზე გადასული სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ნაწილები, რაზმები და ჯგუფები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ იყვნენ რუსეთის ან მისი რომელიმე ნაწილის მთავრობა და ასევე რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობა; ასევე წარმომადგენლები და თანამდებობრივი პირები, ორგანიზაციები და ჯგუფები, რომელთა მიზანიცაა რუსეთის ან მისი მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობების დამხობა. 2. დაუყოვნებლივ განაიარაღოს საქართველოს ნავსადგურებში მყოფი გემები, რომლებიც იმ სამხედრო-საზღვაო ძალების, ორგანიზაციების ან ჯგუფების შემადგენლობაში შედიან, რომლებიც მოხსენიებული არიან 1-ლ პუნქტში. 4. განიარაღების შემდეგ რუსეთს გადასცეს სამხედრო ნაწილები, ორგანიზაციები, ჯგუფები და გემების ეკიპაჟები, რომლებიც მოხსენიებული არიან 1-ლ პუნქტში. შენიშვნა: რუსეთი პირობას დებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ყველა იმ პირს, რომლებიც ამ მუხლის თანახმად გადაეცემა. 5. გააძევოს საქართველოს იმ ტერიტორიიდან, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულების IV მუხლით, ჯარის ყველა სახეობა და სამხედრო რაზმები, რომლებიც არ შედიან საქართველოს სამთავრობო ჯარის შემადგენლობაში. 6. მიიღოს ზომები, რათა მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ ჯარები და სამხედრო რაზმები, რომლებიც ჩამოთვლილი არიან ამ მუხლის მე5 პუნქტში. 7. აუკრძალოს იმ სამხედრო ნაწილების, ორგანიზაციებისა და ჯგუფების წევრებს, რომლებიც დასახელებული არიან ამ მუხლის 1-ლ და მე-5 პუნქტებში რაიმე სახით, მათ შორის მოხალისედ, იმსახურონ საქართველოს სამთავრობო ჯარში, რადგან ისინი არ არიან ეროვნებით ქართველები. მუხლი VI. რუსეთი ვალდებულებას იღებს, არ დაუშვას თავის ტერიტორიაზე ისეთი ჯგუფებისა და ორგანიზაციების არსებობა და საქმიანობა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ შეასრულონ საქართველოს მთავრობის როლი. ასევე იმ ჯგუფებისა და ორგანიზაციებისა, რომელთა მიზანიც არის საქართველოს მთავრობის დამხობა. რუსეთი ვალდებულებას იღებს, თავისი გავლენა გამოიყენოს მოკავშირე სახელმწიფოებზე, რათა არ დაუშვას მათ ტერიტორიაზე ამ მუხლში აღნიშნული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ყოფნა. მუხლი X. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, სასჯელისა და შემდგომი დევნისგან გაათავისუფლოს პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ამგვარ დევნას განიცდიდნენ რსფსრ-ს ან კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ საქმიანობის გამო. შენიშვნა: საქართველო ვალდებულებას იღებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან პირები, რომლებიც დასჯილი არიან ზემოთ აღნიშნული ქმედების გამო. მუხლი XV. ორივე ხელმომწერი მხარის მოქალაქეთა შორის წარმოქმნილ საზოგადოებრივ-სამართლებრივ და კერძო-სამართლებრივ საკითხებს, ასევე ორივე სახელმწიფოს შორის არსებულ ცალკეულ საკითხებს მოაგვარებენ საგანგებო შერეული კომისიები ... ამავე კომისიების გამგებლობაში იქნება: 1. სავაჭრო ხელშეკრულებისა და სხვა სახის ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებების შედგენა. 3. ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის იმ ნაწილის, რომელიც ამ ხელშეკრულების IV მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, გამოყენების, ფლობისა და განკარგვის საკითხის გადაწყვეტა
უნდა ააფარო ეს დოკუმენტი პუტინს და დღევანდელ რუსეთს მერეც იტყვიან ეგ ტერიტორიები ჩვენი არ იყო?
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
|