მოკვდავი ვერც როს, ვერ შესწვდება
საკუთარ მუზას…
მოხეტიალე ჰოლანდიელიც, ალბათ ვერასდროს
ვერ ჩაუშვებს ჟანგიან ღუზას.
თავისუფლება, ზღვის სივრცეები,
მე ჩემს გემბანზე აგიყვანთ ყველას.
მარადისობის სანახებიდან
გიჟები არც ვის, არა გთხოვთ შველას.
ჩემი ფრანსისკო, მოდილიანი,
გალაკტიონი ფანჯრის რაფაზე…
მაგარ კრუიზში გიწვევთ ჩემებო,
რა უნდა იყოს კარგი ამაზე!
© ლურჯი ვეშაპი