#56704380 · 17 Aug 2020, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დისკლეიმერი: პირველ გვერდს გადავხედე და არათუ მსგავსი, ზოგადად, სასტუმროს ბიზნესზეც კი არ არის თემა.
მოგესალმებით საოჯახო სასტუმროების და ჰოსტელების ბიზნესის თემაში.
გთავაზობთ ვიმსჯელოთ და გავაზიაროთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია აღნიშნული ბიზნესის საქართველოში წამოწყებასთან დაკავშირებით.
მე მაქვს სურვილი სოფელში, საკუთარ სახლში (სადაც საკმარისი ფართობი და კარგი გარემო-პირობებია) გავხსნა საოჯახო სასტუმრო ან ჰოსტელი.
ბიზნესის მართვის გამოცდილება არ მაქვს ამიტომ კითხვები ბევრი მაქვს, დაწყებული ელემენტარული ადმინისტრაციულიდან, დამთავრებული ძალიან პრაქტიკული წვრილმანებით.
მაგალითად: შპს თუ ინდმწრმ? ბუღალტერია როგორ გვარდება ესეთ პატარა ბიზნესებში? ბუღალტერი უნდა ვიქირავო ალბათ აუთსორსზე? ფინანსური ანგარიშგებები და დეკლარაციების თემა როგორ გვარდება? და სხვ.
--------------------
He flows like the Big Muddy but that's okay, pour him over ice cream for a nice parfait.
|