პირველ რიგში მოდერებს მინდა ვუთხრა რომ ეს თემა არაა, "სავატომობილო". აქ არ განიხილება კარდანის და მოოტორი პ[რობლემები.
არც "ჯანმრთელობისაა"
არც ბიზნესის და არც ზოგადი დისკუსიის.
არც ტურიზმის და ა.შ
ჩემი შეხედულებით, ეს არის საჭირბოროტო და ძალიან მნიშვვნელოვანი, მთელი ქართული საზ-ებისთვის.
აქ კარგადაა მითითებული, თუ რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ იმისთვის რომ ამდენი საგზაო უბედურებები და აქედან გამომდინარე მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან.
იმედია დამეთანხმებითა, ამაში
ეს პოსტი არ ეხება მოგზაურობას, მაგრამ ეხება ერთ ძალიან დიდ წესს, კანონს, რომელიც უცხო ქვეყანაშია, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ ამ ჯგუფში დავპოსტო, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია რომ გქონდეთ რა ხდება ევროპაში კონკრეტულ სიტუაციაში.
გუშინ დიდი დებატები იყო გამართული იმ ავარიის გამო და ხალხი ირწმუნებოდა ევროპაში ექიმის მოსვლამდე დაშავებულის ხელის ხლება აკრძალულიაო.
გერმანიაში ვცხოვრობ რამდენიმე წელია და ახლა გავდივარ მართვის მოწმობის კურსს.
ამ ქვეყანაში არავინ ! არცერთი სულიერი არ გასცემს მართვის მოწმობას თუ ყველა სხვა სავალდებულო პუნქტებთან ერთად პირველადი დახმარების კურსი არ გაქვს გავლილი.
სულ რომ უკვე გქონდეს მართვის მოწმობა და გინდოდეს გერმანულზე გადაფორმება, მაინც მოგთხოვენ ამ კურსის გავლას.
პირველადი დახმარების კურსი 1 დღიანია და არანაირი გამოცდა არ არის ჩასაბარებელი, დღის ბოლოს გაძლევენ სრთიფიკატს დასტურად იმისა რომ კურსი გაიარე.
ამ კურსზე შევხვდი ბევრ სტაჟიან გერმანელ მძღოლს, რომლებმაც თქვეს რომ წლების განმავლობაში მეორედ ან მესამედ არიან მოსულები საკუთარი სურვილით გადამზადებაზე, რომ გადაიმეორონ და თუ საჭირო გახდა არ იმარჩიელონ ეს ასე იყი თუ ასე და სწრაფად იმოქმედონ.
ახლა რა ისწავლება პირველადი დახმარების კურსზე :
დაწყებული როგორ მოვიშოროთ კანიდან ტკიპა, დამთავრებული:
* როგორ შევაჩეროთ ძლიერი სისხლდენა ღია ჭრილობიდან, მაშინაც კი თუ ეს მაგალითად მუცელზეა და არა ხელზე ან ფეხზე.
* როგორ გადმოვიყვანოთ მანქანიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ადამიანი.
* როგორ მოვხსნათ ჩაფხუტი უგონო მდგომარეობაში მყოფ ბაიკერს, ისე რომ არ დავუზიანოთ თავი და კისრის მალა.
* როგორ უნდა ჩავუტაროთ მკერდის მასაჟი და რა ინტერვალით უნდა მივაწოდოთ ორალური გზით ჟანგბადი.
* როგორ პოზაში უნდა იწვეს დაშავებული სანამ სასწრაფო მოვა.
* რა უნდა გავაკეთოთ გადაციების / გადახურების შემთხვევაში.
* როგორ უნდა გადავარჩინოთ გაგუდვას ადამიანი რომელსაც რაიმე გადასცდა და მრავალი სხვა.
კურსი არის 1 დღე დილიდან საღამომდე და მოიცავს როგორც თეორიას ისე პრაქტიკას.
ყველაზე დიდი სისულელე რაც გუშინ წავიკითხე არის ის რომ თურმე ხელი არ უნდა ახლო პაციენტს.
გაკვეთილზე გარკვევით გვითხრა ტრენერმა : ავარიის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადმოიყვანო მანქანიდან დაშავებული თუ თავად ვერ ახერხებს გადმოსვლას.
თუ გონება აქვს დაკარგული უნდა გაუკეთდეს გულის/მკერდის მასაჟი, რომლის დროსაც დიდი ალბათობით ნეკნები ჩაიმტვრევა, მაგრამ ამ მასაჟის გარეშე შეიძლება უბრალოდ მოკვდეს ეს ადამიანი სანამ ექიმი მოვა და ნეკნებს შეიხორცებს რამდენიმე თვეშიო.
გერმანიაში უბედური შემთხვევის დროს არის პრინციპი : იბრძოლე სვისი გადარჩენისთვის ისე, როგორც გინდა შენთვის იბრძოლოს სხვამ, თუ შენც დაგჭირდა დახმარება.
ასე რომ კინოში თუ რაიმეს ნახავთ, ტყუილად ნუ დააბრალებთ ევროპას. ევროპა იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად !
თქვენს ადგილზე აქ დებატების მაგივრად, პეტიციას ზუსტად ამისთვის შევქმნიდი, რომ ფორმა 100-ის გარდა პირველადი დახმარების კურსიც გახდეს სავალდებულო სანამ მართვის მოწმობას აიღებს ვინმე, იმიტომ რომ ეს კურსი გამოგადგებათ სახლში, მანქანაში, სამსახურში, სოფელში, მინდორში, მთაში, ზღვაზე, ყველგან.
ამ კურსით შეგიძლიათ თქვენ სხვისი და სხვამ თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოთ.
იმედი მაქვს პოსტს არ წამიშლიან.
ვინც აქამდე მოხვედით მადლობა რომ დაინტერესდით.
პ.ს. ბარემ აქვე დავურთავ, რადგან კომენრატებში იყო საუბარი. ასევე გერმანიაში და კიდევ ბევრ სხვა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში მართვის მოწმობის აღება გრძელი და რთული პროცედურაა.
სტანდარტულ შემთხვევაში საჭიროა :
მხედველობის ტესტი ( სადაც თუ წერია რომ მანქანა სათვალით უნდა ატარო, ღმერთი არ უნდა გაგიწყრეს და ტარებისას არ უნდა მოიხსნა)
პირველადი დახმარების კურსი (რაზეც უკვე ვისაუბრე)
ავტოსკოლა ( 14 სავალდებულო თეორიული და მ ი ნ ი მ უ მ 12 სავალდებულო პრაქტიკული გაკვეთილით, პრაქტიკული გაკვეთილები მოიცავს მანქანის ტარებას ავტობანზე და სხვა ქალაქგარეთ არსებულ გზებზე, ტარებას ქალაქში, ტარებას გვიან ღამით სიბნელეში და ა.შ.) ავტოსკოლას გადიხარ რამდენიმე თვის განმავლობაში.
პლუს ამას შეგაქვს განაცხადი მერიაში მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, განაცხადი არა, უფრო მოთხოვნაა.
მას შემდეგ რაც მერიიდან მოგივა დასტური, შეგიძლია გახვიდე გამოცდაზე.
პრაქტიკული გამოცდა არის 45 წუთიანი და მოიცავს მანქანის ტექნიკურ მხარეებთან დაკავშირებული შეკითხვების გარდა, მანქანის ტარებას ქალაქში ან/და ავტობანზე და სხვა ქალაქგარე გზებზე.
მას შემდეგ რაც გამოცდას ჩააბარებ, პირველი 2 წელი ახალბედა მძღოლისთვის არის საცდელი პერიოდი და დარღვევებზე მათთვის ცალკე ამბებია.
https://www.facebook.com/groups/wizzairkuta...619573/?__xts__[0]=68.ARCETXuGKfNkso3z5vAxcJzsOGeNru0GT_8bXiYrQlxjLoSL5nBgEg0AgNrvUN40LSQSz3ZksxncBsY4y7D5Y5ur3_ctHpUKG4IfdQtBIfi0Q9AvTqvf1kPw2mu3YPwJ9AD6y8ZDJ1aTQqGgRddAQ62NPcl7kNG-BJkI_ZL8sXw_Dck_kZVJxAZt5q07t87Z-2MCYRSFX4uNS_u53hTt-aQgnSusgc5rPCmZEfKi1eIky5QQo10olvkLinoobmW_fvTOY6xvzeS1t5Rj7-YnW8OnkhvurML27YnQePisbG0BH_uEuqk6tiCP_cJ9IzC4hqXb4yo5mDIMtDxmUA&__tn__=H-R