ფბ-ზე გუშინდელი "დღის სტუმარი" არ დაუდიათ პირსისხლიანცებს (ან ჩემი fb-fu მღალატობს და ვერ მოვძებნე) ელისაშვილი ყავდათ სტუმრად.
საბურთალოს მაჟორიტარობაზე ოფიციალური პრეტენზია გამოთქვეს:
ლევან გოგიჩაიშვილი (პროტოქოცი)

თაკო ჩარკვიანი (ამას ისედაც იცნობთ)
ბადრი ჯაფარიძე

ოქრუაანთ ბიჭი (ამან, მგონი, გორში ჩაჯმა, თბილისში ჩაჯმა ამჯობინა)
ელისაშვილი
სერგეენკო
ხო, არავის ზემოდან არ ვუყურებ, მაგრამ ბრძოლა ჩემსა და ბატონი ბიძინას ყოფილ პირად ექიმთან იქნებავო.
მეორე ტურში სხვამ თუ გაიმარჯვა, მხარს თუ დაუჭერთო, წამყვანმა?
აე, ოეო, მე ასეთებზე საუბარიც კი არ მინდა, რას ჰქვიაო, მე ამის მოლოდინი არა მაქვს და რადგან ამის მოლოდინი არა მაქვს, მე ამაზე არ ვილაპარაკებო...
კარგი, მეორე ტურში 100% გადიხართო, დაეთანხმა წამყვანმა, ხო და ახლა პარლამენტში ხართ და თქვენი 1 ხმა არის გადამწყვეტი, მერე რას შვრებითო, ვისთან შედიხართ კოალიციაში?
ხო და, ამაზე, ვოლსკიმ და კიდე არველაძემ ხომ თქვაო, რომ კოალიცაის შექმნიან რუსეთის პატრიოტთა ალიანსთან და ბოკერიასთანო? მეო, ქვეყნის დამაქცევებლებთან კოალიცაიში როგორ უნდა შევიდეო. (საინტერესოა, რეალურად რა თქვა ვოლსკიმ)

ხაშურელი როჟა ვარო, შეიძლება, ვინმემ იფიქროს რომ გოიმი ვარო, მაგრამ ალალი და პრინციპული ადამიანი ვარო.

მერე ნაცებიც ლანძღა და ვეღარ მივხდი, ვის შეუქმნის კოალიციას.
გამოდის, რომ პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდა...
This post has been edited by ტერა on 19 Aug 2020, 10:50