| #57175591 · 16 Nov 2020, 15:10  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა მაია სანდუმ ხმათა 57.7% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი 42.2%. თუმცა, იგორ დოდონი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს და დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ სასამართლო დარღვევებს ვერ აღმოაჩენს.
 მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. 1-ელ ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, გამარჯვებისთვის საჭირო 50 %-ის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო. პირველ ტურში მაია სანდუმ ხმების 36.1 % მიიღო, იგორ დოდონმა კი - 32.6 %. „დოიჩე ველე“ წერს, რომ სანდუ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. მოქმედი პრეზიდენტი კი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია.
 
 --------------------
 
 დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერიდიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი
 "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
 |